თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დიმიტრი ხუნდაძე - არავის ეგონოს, რომ ჩვენ მხოლოდ ოთხნი ვართ, ამას მალე დაინახავს საზოგადოება, ოთხეულმა კი არ დაასრულა მოღვაწეობა, ოთხეული ახლა იწყებს

ნახვები: 495 დიმიტრი ხუნდაძე - არავის ეგონოს, რომ ჩვენ მხოლოდ ოთხნი ვართ, ამას მალე დაინახავს საზოგადოება, ოთხეულმა კი არ დაასრულა მოღვაწეობა, ოთხეული ახლა იწყებს

არავის ეგონოს, რომ ჩვენ მხოლოდ ოთხნი ვართ, ამას მალე დაინახავს საზოგადოება. ოთხეულმა კი არ დაასრულა მოღვაწეობა, ოთხეული ახლა იწყებს, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიზანი პრინციპულია და ამ მიზნის ირგვლივ საზოგადოების დიდი ნაწილი გაერთიანდება.

„ჩვენ ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ და აქ კომპრომისი ვერ იქნება. ის, რომ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა რეალური იყო, ამას სიჩუმე ვერ დააზღვევდა და სწორედაც რომ ხმამაღლა იყო სათქმელი, რამაც ეს რისკები ამ ეტაპზე მინიმუმამდე დაიყვანა. ჩვენი მხრიდან ხმამაღლა „წაკითხულმა“ მზაკვრულმა სცენარმა, რომელიც თითქოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ემსახურებოდა, არადა, რეალურად, ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლას გეგმავდა, ჩაშალა. ქუჩის აურზაური შეიცვალა პოლიტიკოსების საუბრებით და რეალურად, გააჩინა სტატუსის მინიჭების რეალური პერსპექტივა. ჩვენმა პრინციპულობამ ხელი უნდა შეუწყოს ჭეშმარიტ პარტნიორულ ურთიერთობებსაც ისე რომ, ანგარიშგასაწევი იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი სუვერენიტეტი ფურცელზე დეკლარირებას გასცდა და ამას მოქალაქეები სიამაყით აღნიშნავენ. ქართული სახელმწიფო დღეს ხმამაღლა საუბრობს საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების უპირატეს ინტერესებზე და „დიდი ძმების“ დაკვეთების ბრმად შემსრულებელი აღარ არის. არის მცდელობა, რომ საზოგადოება აგენტურით იმართებოდეს, რაც ყოვლად მიუღებელია ქვეყნისთვის. ფაქტია, რომ ჩვენ მძიმე ტვირთი ვიკისრეთ, ღიად ვისაუბრეთ პოლიტიკურ კულისებში მიმდინარე ისეთ საკითხებზე, რასაც ბევრი ვერ გაბედავდა.

სათქმელი კიდევ უფრო მეტი გვაქვს, მაგრამ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ უმჯობესია, ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა არ გახდეს საჭირო. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, ჩემთვის იმის მანიშნებელი იყო, რომ პროცესები სასიკეთოდ წარიმართება. პრეზიდენტზე კი რა გითხრათ, რომელმაც ვიღაც ოთხეულად მოიხსენია არაერთგზის პარლამენტის წევრები, რომელთა უკანაც ამომრჩეველთა დიდი არმია დგას. მას მინდა, შევახსენო, რომ „ამ ვიღაცების“ წყალობით გახდა პრეზიდენტი, რაშიც თავად მისი წვლილი არც მეტი და არც ნაკლები, ნულია. ჩვენმა ქმედებებმა და საზოგადოების მხარდაჭერამ უკვე არაერთგზის გამოიღო შედეგი და პოზიტიური ეფექტი მომავალშიც იქნება. ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება და არც დიდხანს დარჩება დაფარული ბევრი რამ. არავის ეგონოს, რომ ჩვენ მხოლოდ ოთხნი ვართ, ამას მალე დაინახავს საზოგადოება. ჩვენი მიზანი პრინციპულია და ამ მიზნის ირგვლივ საზოგადოების დიდი ნაწილი გაერთიანდება. მინდა, იცოდეთ, ოთხეულმა კი არ დაასრულა მოღვაწეობა, ოთხეული ახლა იწყებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა