ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„როიტერი“ - პრაღის ცენტრში ჩეხეთის მთავრობის, ევროკავშირისა და ნატო-ს საწინააღმდეგო ხალხმრავალი აქცია გაიმართა, რომელზეც ენერგორესურსებზე მზარდი ფასები გააპროტესტეს

ნახვები: 550 „როიტერი“ - პრაღის ცენტრში ჩეხეთის მთავრობის, ევროკავშირისა და ნატო-ს საწინააღმდეგო ხალხმრავალი აქცია გაიმართა, რომელზეც ენერგორესურსებზე მზარდი ფასები გააპროტესტეს

ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა პრაღის ცენტრში ჩეხეთის მთავრობის, ევროკავშირისა და ნატო-ს წინააღმდეგ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს. დემონსტრანტებმა მოუწოდეს მმართველ კოალიციას, გააკეთონ მეტი ენერგორესურსებზე მზარდი ფასების კონტროლისთვის.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ულტრამემარჯვენე და რადიკალური პოლიტიკური პარტიები იყვნენ, მათ შორის „კომუნისტური პარტია“. ისინი აცხადებენ, რომ ჩეხეთი სამხედრო კუთხით ნეიტრალური უნდა იყოს და უზრუნველყოს პირდაპირი კონტაქტები გაზის მომწოდებლებთან, მათ შორის რუსეთთან.

პოლიციის შეფასებით, დემონსტრაციაში 70 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

საპროტესტო აქცია პრაღის ცენტრალურ მოედანზე მას შემდეგ გაიმართა, რაც ერთი დღით ადრე ჩეხეთის მთავრობა უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა. ოპოზიცია მმართველ გუნდს ინფლაციისა და ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასების წინაშე უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ, რომელიც ხუთი პარტიისგან შემდგარ მემარჯვენე-ცენტრისტულ მმართველ კოალიციას ხელმძღვანელობს, ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არ მოქმედებენ. მან აქციის ორგანიზატორებს პრორუსული ძალები უწოდა, რომლებიც ჩეხეთის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა