ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

წელს 2021-თან შედარებით გაზრდილია სამსახურებრივი გულგრილობის, ქრთამის მიცემის ფაქტები - შსს

ნახვები: 494 წელს 2021-თან შედარებით გაზრდილია სამსახურებრივი გულგრილობის, ქრთამის მიცემის ფაქტები - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი სიყალბის და ქრთამის გაცემის დანაშაულების სტატისტიკა 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაზრდილია.

ბოლო 7 თვის მონაცემებით, სახელმწიფო სტრუქტურებში ჩადენილი რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა გაზრდილია შემდეგი მიმართულებებით:

  • სამსახურებრივი გულგრილობა - 2021 წელთან შედარებით 51.35%-ით მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული,
  • ქრთამის მიცემა - 2021 წელთან შედარებით 33.33%-ით მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული,
  • სამსახურებრივი სიყალბე - 2021 წელთან შედარებით 32.26%-ით მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული.

შსს-ის ცნობით, ჯამში 2022 წლის პირველ 7 თვეში რეგისტრირებული 346 დანაშაულიდან გახსნილია 80 (23.12%). უწყების ინფორმაციით, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული შემთხვევების საერთო რიცხვი 8.47%-ითაა შემცირებული.

უწყების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელთან შედარებით დანაშაულებმა იკლო შემდეგი მიმართულებებით: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება (-29.2%), ქრთამის აღება (-8.7%), სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (-3.13%).

რაც შეეხება მმართველობის წესის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, ამ მიმართულებით 2022 წლის პირველ 7 თვეში, 2021 წელთან შედარებით დანაშაულების რიცხვი 23.62%-ით გაიზარდა. წელს შსს-მ ყალბი დოკუმენტების დამზადების 578 შემთხვევა აღრიცხა, რაც წინა წლის ამავე მაჩვენებელს 120-ით (13.62%-ით) აღემატება.

ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის წარმომადგენელი, დავით მჟავანაძე აცხადებს, რომ რომ ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე კორუფცია უკვე ოფიციალურ დოკუმენტებშიც ჩანს და ეს ეს სტატისტიკა იმის დასტურია, რომ საჯარო მოხელეები საკუთარ მოვალეობას არასათანადოდ ასრულებენ და კორუფციული გარიგებებით ცდილობენ დამატებითი შემოსავლის მიღებას.

“ეს შედეგები აჩვენებს, რომ ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე გავრცელებული კორუფცია უკვე ოფიციალურ კვლევებშიც აღარ იმალება და ოფიციალურ სტატისტიკაშიც ჩანს ეს ყველაფერი. ის რომ 33%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით ქრთამის მიცემის ფაქტები, 50%-ით გაიზარდა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტები, ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ ადგილობრივი ჩინოვნიკები და ადგილობრივი ხელისუფლებები არ ეკიდებიან თავის მოვალეობას სათანადოდ და არის იმის დიდი ცდუნება რომ კორუფციული გარიგებებით, რაღაც დამატებითი შემოსავლები მიიღონ. ამით რა თქმა უნდა ზარალდება საქართველოს მოსახლეობა“ - აცხადებს დავით მჟავანაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა