თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ვენაში ბირთვული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ირანი შესაძლოა, ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის მოგვარების ერთ-ერთი ვარიანტი გახდეს

ნახვები: 504 ირანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ვენაში ბირთვული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ირანი შესაძლოა, ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის მოგვარების ერთ-ერთი ვარიანტი გახდეს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ნასერ კანანის განცხადებით, ვენაში ბირთვული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ირანი შესაძლოა, ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის მოგვარების ერთ-ერთი ვარიანტი გახდეს.

აღნიშნულის შესახებ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მოლაპარაკებები თუ წარმატებით დასრულდება, ირანი შეძლებს, უზრუნველყოს ევროპის ენერგეტიკული საჭიროებების უმეტესი ნაწილი. რა თქმა უნდა, ევროპას სჭირდება ჩვენი შესაძლებლობები ამ სფეროში“, – განაცხადა კანანიმ ევროპულ ქვეყნებზე საუბრისას, რომლებმაც მისი თქმით, ირანს სთხოვეს დახმარება ენერგეტიკული კრიზისის მოგვარების საკითხში.

მან აღნიშნა, რომ ნავთობისა და გაზის მდიდარი რესურსების გამო, ირანი ენერგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწარმოებელია და მიუხედავად სანქციებისა, შეძლო ენერგეტიკულ ბაზარზე ყოფნის შენარჩუნება და პარტნიორებთან სანავთობო გარიგებების გაგრძელება.

ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებზე საუბრისას, კანანმა განაცხადა, რომ ირანმა გადასცა თავისი შეხედულებები ევროპულ მხარეს კარგი შედეგისა და ეროვნული ინტერესების მისაღწევად.

„მოპირდაპირე მხარის პოლიტიკური ნების და პრაქტიკული მოქმედების შემთხვევაში შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა. ირანის პასუხი იყო გონივრული და კონსტრუქციული“, – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

ბირთვული შეთანმხება ერთი მხრივ ირანს და მეორე მხრივ აშშ-ს, გერმანიას, საფრანგეთს, რუსეთსა და ჩინეთს შორის 2015 წელს გაფორმდა და ითვალისწინებდა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას. 2018 წელს, აშშ-მა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, დატოვა შეთანხმება და ირანს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა. ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები გასულ წელს განახლდა, რომელზედაც შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნება და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქება განიხილება.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა