ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დიმიტრი ხუნდაძე - ამ რთულ ვითარებაში ყველაზე მაღალი ფასი დაედო სიმართლეს, რომელიც საზოგადოებამ უნდა იცოდეს

ნახვები: 470 დიმიტრი ხუნდაძე - ამ რთულ ვითარებაში ყველაზე მაღალი ფასი დაედო სიმართლეს, რომელიც საზოგადოებამ უნდა იცოდეს

ჩვენ, ის დეპუტატები, რომლებიც აღარ ვართ „ქართულ ოცნებაში“, ვერასოდეს გავხდებით რადიკალური ოპოზიციის წევრები, ვთვლით, რომ ამ რთულ ვითარებაში ყველაზე მაღალი ფასი დაედო სიმართლეს, რომელიც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, არადა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში უმეტესწილად, ან ბოლომდე ვერ აფასებენ სწორად, ან არ აწყობთ, ან ვერ ამბობენ ღიად სათქმელს და ვერ ბედავენ საუბარს, – ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, იმისთვის, რომ სპეკულაციისთვის არ დარჩეს სივრცე, იგი კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოხატავს „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების პოზიციას.

„დიახ რუსეთი ოკუპანტია. დიახ, უკრაინაში შეიჭრა პუტინი, დიახ ამ ბრძოლაში გამარჯვებას ვუსურვებთ უკრაინას. დიახ დასავლური ღირებულებები არის ჩვენი საზოგადოების არჩევანი, თითოეული ჩვენგანისთვის მიმზიდველი, მაგრამ ამას გვერდს ვერ ავუვლით როცა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და მისი ინტერესები დგება სასწორზე. დასმული კითხვები იმასთან დაკავშირებით, როცა ომის რიტორიკა ისტორიულ ხასიათს ღებულობდა და ეს ისტერია არ შეჩერებულა დღესაც, ჩვენ სწორედ ამიტომ დავსვით კითხვები და ველოდით კონკრეტულ პასუხს, რომ ეს ეჭვები გაფანტულიყო საზოგადოებაში, რომ ის კონკრეტული ფაქტებს, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი – პასუხი გაეცემოდა. ჩვენ პასუხად მივიღეთ ის, რომ ეს კითხვები ეფუძნებოდა ტყუილს. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მთავარ კითხვებზე უნდა ყოფილიყო პასუხი გაცემული“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა