ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

იენს სტოლტენბერგი - უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის, ჩვენი ერთობა და სოლიდარობა სერიოზული გამოცდის ქვეშ დადგება

ნახვები: 508 იენს სტოლტენბერგი - უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის, ჩვენი ერთობა და სოლიდარობა სერიოზული გამოცდის ქვეშ დადგება

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის და მომავალი ზამთარი გამოცდა იქნება უკრაინის მხარდამჭერებისთვისაც.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა „ფაინენშალ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა.

„უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის. ზამთარი მოდის და იქნება რთული. იქნება რთული უკრაინელი ხალხისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც იბრძვიან მათი თავისუფლებისთვის და ჩვენთვის, ვინც მათ მხარს ვუჭერთ. ჩვენი ერთობა და სოლიდარობა სერიოზული გამოცდის ქვეშ დადგება, რადგან ოჯახები და ბიზნესი გრძნობენ რუსეთის სასტიკი შემოჭრით გამოწვეული ენერგეტიკის ფასების და ცხოვრების ხარჯების მკვეთრ ზრდას“, – წერს სტოლტენბერგი.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ წინ შეიძლება იყოს რთული ექვსი თვე, ელექტროენერგიის გათიშვის, შეფერხებების და შესაძლოა სამოქალაქო არეულობის საშიშროებით.

„უკრაინის მომავლისა და ჩვენი მომავლისთვის, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ზამთრის ომისთვის, დავრჩეთ ჩვენს გზაზე და წინააღმდეგობა გავუწიოთ ტირანიას. თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, იქნება მშვიდობა. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ ამ დამოუკიდებელ დემოკრატიას ევროპის ცენტრში“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა