თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

კახა ბექაური - პანდემიის დროს, სატელეკომუნიკაციო სფეროს მნიშვნელობა და ახალი ტექნოლოგიების საჭიროება უფრო მკაფიოდ გამოჩნდა

ნახვები: 545 კახა ბექაური - პანდემიის დროს, სატელეკომუნიკაციო სფეროს მნიშვნელობა და ახალი ტექნოლოგიების საჭიროება უფრო მკაფიოდ გამოჩნდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურს უსმენენ. ის დეპუტატებს კომისიის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშს აცნობს.

კახა ბექაურის თქმით, პანდემიის გამო, 2020 წელს სატელეკომუნიკაციო სფეროს სტრატეგიული მნიშვნელობა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ტემპით განვითარების საჭიროება უფრო მკაფიოდ გამოჩნდა.

„ჩვენი აზრით, პანდემიით გამოწვეულ კრიზისულ სიტუაციას სატელეკომუნიკაციო სფერომ შეუფერხებლად და ეფექტიანად უპასუხა. მობილური ინტერნეტის ტრაფიკი 119%-ით, ფიქსირებული ინტერნეტის მოხმარება კი 35%-ით გაიზარდა. ლოგიკურიცაა, რომ ამ წელს უპრეცედენტო მაღალი მობილური ინტერნეტის მომხმარება დაფიქსირდა“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

კომისიის თავმჯომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა ინტერნეტის ხარისხის კონტროლის 24-საათიან მექანიზმზე. როგორც აღინიშნა, Sheamotsme.ge ჰქვია კომუნიკაციების კომისიის მიერ შექმნილ ვებგვერდს, რომელიც მომხმარებლებს პროვაიდერი კომპანიის გაკონტროლების საშუალებას აძლევს. ბექაურის განმარტებით, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი სწორედ პარლამენტის რეკომენდაციით შეიქმნა.

„მომხმარებლებისთვის პირველად შეიქმნა ინტერნეტის ხარისხის კონტროლის 24-საათიანი მექანიზმი. 2019 წლიდან ამოქმედდა პლატფორმა SHEAMOTSME.GE, დაარსების დღიდან ვებგვერდს სულ ჰყავდა 630 ათასი ვიზიტორი, ჩატარდა 45 623 ტესტი და კომისიაში შემოვიდა 692 საჩივარი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჩივარი დაკმაყოფილებულია“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა