თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

ირაკლი კობახიძე - გიგაურის „ენჯეოს“ ინფორმაციას რომ ეყრდნობი, ბუნებრივია, აბსურდული ფრაზები გაგეპარება, სამწუხაროა, რომ USAID-ის ეგიდის ქვეშ ასეთი ფრაზები იწერება

ნახვები: 502 ირაკლი კობახიძე - გიგაურის „ენჯეოს“ ინფორმაციას რომ ეყრდნობი, ბუნებრივია, აბსურდული ფრაზები გაგეპარება, სამწუხაროა, რომ USAID-ის ეგიდის ქვეშ ასეთი ფრაზები იწერება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა , ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სახელწოდებით „დეკლეპტოკრატიზაციის სახელმძღვანელო“.

კობახიძის შეფასებით, დოკუმენტში აბსურდული ჩანაწერებია.

„ეს ანგარიში ვნახე. რეალურად, ხოტბას ასხამენ წინა ხელისუფლებას, რომელიც იყო დეგრადირებული, რეპრესიული რეჟიმი და მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებენ. ყველაფერი დღესავით ნათელია. გიგაურის „ენჯეო“ ერთ-ერთი მდიდარი „ენჯეოა“, მაგრამ მისი რეპუტაცია ვიცით და როცა მის ინფორმაციას ეყრდნობი, ბუნებრივია, ასეთი ფრაზები გაგეპარება. არის აბსურდული ჩანაწერები. როცა წინა ხელისუფლებას ხოტბას ასხამ და ხელისუფლებას აკრიტიკებ, ყველაფერი დღესავით ნათელია. „თავისუფლების ინსტიტუტი“ ცალკე გამოყოფილია, როგორც თურმე ფენომენი დემოკრატიაში. ეს არის ბოკერია-რამიშვილის და მათი ორგანიზაცია. ყველაფერი დღესავით ნათელია. სამწუხაროა, რომ USAID-ის ეგიდის ქვეშ იწერება ასეთი აბსურდული ფრაზები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) გამოაქვეყნა ანგარიში, სახელწოდებით, „დეკლეპტოკრატიზაციის სახელმძღვანელო“. დოკუმენტის მიხედვით, „კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ აანალიზებს USAID-ის პარტნიორი შესაძლებლობების ფანჯრის დახურვას, არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მუშაობა. იმის ფონზე, რომ ბოლო ათწლეულში ნათელი გახდა, რომ უმდიდრესმა ოლიგარქმა საქართველოში მიიტაცა სახელმწიფო, მათი (საერთაშორისო გამჭვირვალობა) კვლევა სწავლობდა კორუმპირებული თანამდებობის პირების დაუსჯელობას, საქართველოს მზარდ ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე რუსეთზე და ოლიგარქის საიდუმლო ბიზნესებს რუსეთში“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა