თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თეა წულუკიანი - მინდა, უკრაინას მშვიდობის დამყარება ვუსურვო, არახამიას ვურჩევ, ამ საქმით დაკავდეს და არა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით, ბატონო დავით, ამ საქმეს მიხედეთ

ნახვები: 631 თეა წულუკიანი - მინდა, უკრაინას მშვიდობის დამყარება ვუსურვო, არახამიას ვურჩევ, ამ საქმით დაკავდეს და არა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით, ბატონო დავით, ამ საქმეს მიხედეთ

მინდა, უკრაინას რაც შეიძლება მალე მშვიდობის დამყარება ვუსურვო, ბატონ არახამიას ვურჩევ, სწორედ ამ საქმით დაკავდეს და არა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით, შეგახსენებთ ბატონო დავით, თქვენთან არის ომი, ამიტომ ამ საქმეს მიხედეთ და ამ საქმეში გამარჯვებებს და წარმატებებს გისურვებთ, – ამის შესახებ კულტურის მიისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოს სურს მშვიდობა და ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს.

„ბატონი არახამია, როგორც ვამბობთ ხოლმე, ჩვენთან უკვე არის პროგრამაში, რადგან დღე ერთია და რამდენიმე განცხადებას აკეთებს საქართველოსა და მის შიდა პოლიტიკურ საქმეებზე, რისი უფლებაც, არ მგონია, ჰქონდეს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს. უბრალოდ ვუპასუხებდი, ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება დახმარება იმაში, რომ ამ ქვეყანაში ატყდეს ომი, ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება დახმარება, რომ ამ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და იღუპებოდნენ ადამიანები. პირიქით, სულ სხვა სტილით ვმართავთ ქვეყანას და ყველაფერს ვაკეთებთ. მთავრობა და პარლამენტი აკეთებს ყველაფერს, ხანდახან შეუძლებელსაც, იმისთვის, რომ იყოს მშვიდობა, იმისთვის, რომ ბავშვები დილით კარგ ხასიათზე მიდიოდნენ ბაღებში, სკოლებში და ზაფხულში ისვენებდნენ მშვიდობიან გარემოში, მათი მშობლები არ ნერვიულობდნენ იმაზე, რომ შეიძლება სიცოცხლეს საფრთხე შეექმნათ. ეს არის ჩვენი კრედო. მინდა, ვუთხრა ბატონ არახამიას, მისი დახმარება ჩვენ არ გვჭირდება, რადგან ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის. მინდა, უკრაინას ვუსურვო, რაც შეიძლება მალე მშვიდობის დამყარება, ტერიტორიების გამთლიანება და სუვერენიტეტის გაძლიერება. მინდა, ბატონ არახამიას ვურჩიო, სწორედ ამ საქმით დაკავდეს და არა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით. შეგახსენებთ ბატონო დავით, თქვენთან არის ომი, ამიტომ ამ საქმეს მიხედეთ და ამ საქმეში გამარჯვებებს და წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა