Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - ელისაბედ მეორის გარდაცვალება არის უდიდესი შოკი მთელი ერისა და მსოფლიოსთვის

ნახვები: 507 ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - ელისაბედ მეორის გარდაცვალება არის უდიდესი შოკი მთელი ერისა და მსოფლიოსთვის

ელისაბედ მეორის გარდაცვალება არის უდიდესი შოკი მთელი ერისა და მსოფლიოსთვის, – ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ლიზ ტრასის თქმით, დედოფალი ელისაბედ მეორე იყო ის „კლდე, რომელზეც თანამედროვე ბრიტანეთი აშენდა“.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის თქმით, დედოფალი იყო შთაგონების წყარო როგორც მისთვის, ისე უამრავი ბრიტანელისთვის.

„მისი ერთგულება მოვალეობისადმი იყო მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

ლიზ ტრასის თქმით, ელისაბედ მეორემ დატოვა უდიდესი მემკვიდრეობა.

„დღეს გვირგვინი გადაეცემა ახალ მონარქს, როგორც ეს ხდებოდა ათასწლეულების განმავლობაში. ჩვენი მეფე იქნება მისი უდიდებულესობა ჩარლს მესამე. მეფესთან ერთად ვგლოვობთ მისი დედის გარდაცვალებას. ჩვენ მას ვთავაზობთ ერთგულებას, ისეთ ერთგულებას, როგორითაც დედამისმა გვიერთგულა ყველა ჩვენთაგანს ასე დიდხანს. ღმერთო, დაიფარე მეფე!“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა