თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი ღარიბაშვილი - უდიდესი მადლიერების გრძნობით პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელსაც დამსახურებულად მოვიხსენიებთ ერის მამად, საქართველო არასდროს დაივიწყებს ილია ჭავჭავაძის ნათელ ხსოვნას

ნახვები: 548 ირაკლი ღარიბაშვილი - უდიდესი მადლიერების გრძნობით პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელსაც დამსახურებულად მოვიხსენიებთ ერის მამად, საქართველო არასდროს დაივიწყებს ილია ჭავჭავაძის ნათელ ხსოვნას

უდიდესი მადლიერების გრძნობით, პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელსაც დამსახურებულად მოვიხსენიებთ ერის მამად, საქართველო არასდროს დაივიწყებს ილია ჭავჭავაძის ნათელ ხსოვნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთელ მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება შემთხვევა, როდესაც ერთმა ადამიანმა ასეთი წარმოუდგენელი მასშტაბების პირადი ძალისხმევა გასწია ქვეყნის მომავლის შენებისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობამ კულტურაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გაკვალა ქვეყნის განვითარების ის გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით.

„დღეს 115 წელი შესრულდა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან – ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან.

მთელ მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება შემთხვევა, როდესაც ერთმა ადამიანმა ასეთი წარმოუდგენელი მასშტაბების პირადი ძალისხმევა გასწია ქვეყნის მომავლის შენებისთვის. ილიას მოღვაწეობამ კულტურაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გაკვალა ქვეყნის განვითარების ის გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით.

1987 წელს მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის თაოსნობით ამ უდიდესი ღვაწლის აღიარებამ და ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვამ მძლავრი სტიმული მისცა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობით დაგვირგვინდა.

დღეს კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლიერების გრძნობით, პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელსაც დამსახურებულად მოვიხსენიებთ ერის მამად. საქართველო არასდროს დაივიწყებს ილია ჭავჭავაძის ნათელ ხსოვნას“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა