ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროები საზღვარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ

ნახვები: 570 სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროები საზღვარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ

სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროები საზღვარზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ.

სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, დილის 08:00 საათის მდგომარეობით, საზღვარზე მდგომარეობა არ შეცვლილა.

„მოწინააღმდეგე განაგრძობს არტილერიის, ნაღმმტყორცნების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და მსხვილკალიბრიანი შეიარაღების გამოყენებას ვარდენისის, სოტკის, ართანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის მიმართულებებით, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე, ასევე მიმდინარეობს პოზიციური შეტაკებები. მოწინააღმდეგე არ წყვეტს წინ წაწევის მცდელობებს“, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, სომხეთმა არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში აკრედიტირებული საელჩოების სამხედრო ატაშეებს.

სომხური მედიის ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით გრადის სისტემებით დაბომბეს სუნიქის ოლქის სოფელი ქარაშენი. დაზიანდა რამდენიმე შენობა, არავინ დაშავებულა. ამასთან, გამოცემა „ნიუს ამი“ წერს, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სოფელ სოთქის მისამართით საარტილერიო ცეცხლის შედეგად ორი ქალი დაშავდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთის დასახლებებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს.

„ამით სომხური მხარე ცდილობს, დამალოს მის მიერ მოწყობილი მასშტაბური პროვოკაცია და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„12 სექტემბრის ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარის და ლაჩინის მიმართულებებზე ფართომასშტაბური პროვოკაცია განახორციელეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა ისარგებლეს მთიანი რელიეფით და ხეობებით, აზერბაიჯანის არმიის დანაყოფების პოზიციებსა და მომარაგების გზებს შორის ტერიტორიები სხვადასხვა მიმართულებებით დანაღმეს. ამას გარდა, სომხეთის შეიარაღებული ძალებმა სხვადახხვა ტიპის შეიარაღებიდან, მათ შორის ნაღმმტყორცნებიდან, ინტენსიური ცეცხლი გახსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით დაშქესანის, ქალბაჯარის და ლაჩინის რაიონებში. შედეგად, არის მსხვერპლი ჩვენი შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში, დაზიანებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აღნიშნულ მიმართულებებზე არმიის დანაყოფები გადაისროლა და მტკიცე საპასუხო ზომები განახორციელა. აზერბაიჯანის საგარეო უწყება სომხეთს საერთაშორისო სამართლისა და სამმხრივი შეთანხმების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა