ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

იაგო ხვიჩია - არჩევნების ელექტრონიზაციას ვეთანხმებით, არაფერი საწინააღმდეგო გვაქვს, მაგრამ ახლა რა შუაშია, ახლა საერთოდ სხვა გამოწვევებია

ნახვები: 469 იაგო ხვიჩია - არჩევნების ელექტრონიზაციას ვეთანხმებით, არაფერი საწინააღმდეგო გვაქვს, მაგრამ ახლა რა შუაშია, ახლა საერთოდ სხვა გამოწვევებია

არჩევნების ელექტრონიზაციას ვეთანხმებით, არაფერი საწინააღმდეგო გვაქვს, მაგრამ ახლა რა შუაშია, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ხვიჩია გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწვეტილებას, რომ 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესი ფართოდ უნდა დაინერგოს.

იაგო ხვიჩიას თქმით, ახლა ქვეყანაში სხვა გამოწვევებია.

„ელექტრონულ სისტემაზე რაღაც ითქვა და ამის იქით არაფერი ვიცით, როგორ აპირებენ ამ ყველაფერს, ტექნიკურად ვინ იქნება პასუხისმგებელი და ასე შემდეგ. როგორ გითხრათ, ეს პროცესი რამდენად სანდო იქნება. არჩევნების ელექტრონიზაციას ვეთანხმებით, არაფერი საწინააღმდეგო გვაქვს, მაგრამ ახლა რა შუაშია? შეიძლება, ნამცხვარი და პომიდორი კარგი იყოს თავის დროზე, მაგრამ ნამცხვარი და პომიდორი ერთად ხომ არაფერ შუაშია? – ახლა საერთოდ სხვა გამოწვევებია. არ მესმის, ამის გამოგდება რატომ იყო საჭირო მაშინ, როცა შეგვიძლია, ვისაუბროთ იმაზე, თუ რუსეთი უკრაინაში ომს წააგებს, ჩვენ როგორ ვიქცევით. ესაა მთავარი თემა და ამის ნაცვლად ელექტრონულ არჩევნებს გთავაზობენ. კითხვები მაქვს, ახლა რა შუაში იყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა