ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ანა ბიერდე - ჩემი გზავნილი იქნება, გააგრძელეთ ქვეყნის გაძლიერება, გაამახვილეთ ყურადღება საკითხებზე, როგორიცაა მწვანე ეკონომიკა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და კლიმატური ცვლილებები

ნახვები: 498 ანა ბიერდე - ჩემი გზავნილი იქნება, გააგრძელეთ ქვეყნის გაძლიერება, გაამახვილეთ ყურადღება საკითხებზე, როგორიცაა მწვანე ეკონომიკა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და კლიმატური ცვლილებები

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ანა ბიერდეს განცხადებით, მოხარულია, რომ დღეს საქართველოში იმყოფება.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდა საქართველოში ეკონომიკურ მდგომარეობას, რა არის მთავარი გამოწვევები საქართველოსთვის, ანა ბიერდემ განაცხადა, რომ პასუხის გასაცემად საუკეთესო გზა არის, თვალის გადავლება, თუ როგორ განვითარდა საქართველო მსოფლიო ბანკისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის 30-წლიან პერიოდში.

ანა ბიერდეს თქმით, საქართველო გულმოდგინედ და კრეატიულად მუშაობდა გამოწვევების მიმართ.

„მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში. აქ ვიმყოფები, რადგან მიმდინარე წელს აღვნიშნავთ საქართველოსთან პარტნიორობის 30 წლისთავს. საუკეთესო გზა, გავცე პასუხი კითხვას – რა არის მთავარი გამოწვევა საქართველოსთვის რეგიონსა და მსოფლიოში – არის თვალის გადავლება, თუ როგორ განვითარდა საქართველო ამ 30 წლის განმავლობაში.

დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდი და დამოუკიდებლობის პირველი წლები იყო ძალიან რთული, მაგრამ საქართველო გულმოდგინედ, კრეატიულად მუშაობდა, ამახვილებდა ყურადღებას სერვისის მიწოდებაზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სადაც  გათვალისწინებულია კლიმატი და მოქნილობა. გრძელდება ინსტიტუტების შექმნა, რათა ჰქონდეს სანდო მაკროეკონომიკური პოლიტიკური გარემო, მოიზიდოს ინვესტიციები, გაზარდოს პროდუქტიულობა და შექმნას სამუშაო ადგილები ქართველი ხალხისთვის“, – განაცხადა ანა ბიერდემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება საქართველომ, ანა ბიერდემ აღნიშნა, რომ ასეთი რამდენიმე სფეროა, მათ შორის არის ინფრასტრუქტურა.

„ინფრასტრუქტურა კვლავ არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ინფრასტრუქტურა უკავშირდება იმ მისწრაფებებს, რაც ქვეყანას აქვს სამუშაო ადგილების შექმნისა და საჯარო სექტორის მიმართულებით, ამიტომ ამას უნდა შეხედოთ, როგორც ყოვლისმომცველ საშუალებას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარება და ადამიანური კაპიტალი.

თუ შევხედავთ გასულ რამდენიმე წელს, იყო ძალიან რთული. 2020 წელს იყო კოვიდი, ძალიან მძიმე წელიწადი იყო ყველასთვის – როგორც მსოფლიოსთვის, ისე საქართველოსთვის. 2021 წელი იყო აღდგენის წელი, საქართველოს ჰქონდა მნიშვნელოვანი ზრდა. დასაწყისიდან როგორც ვიცოდით, 2022 წელი არ იქნებოდა ისეთი ძლიერი, როგორიც იყო 2021, მაგრამ რასაც ახლა ვხედავთ რეგიონში, არის მნიშვნელოვანი ზრდა, რადგან ვხედავთ ტურიზმის განახლებას, რაც კარგია. ვხედავთ ძლიერ საგარეო მოთხოვნას. ექსპორტი არის ძლიერი, რაც ასევე ძალიან კარგია და ვხედავთ სარგებელს რეფორმებზე ყურადღების გამახვილებიდან, რაზეც ყოველთვის ვამბობდი, რომ მდგრადი ეკონომიკის მშენებლობისთვის საუკეთესო რეცეპტია რეფორმების განხორციელება“, – განაცხადა ანა ბიერდემ.

ამასთან, ანა ბიერდეს თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ გააგრძელოს რეფორმების კურსი, ქვეყნის გაძლიერება.

„რასაც ახლა ვხედავთ, რაც დაიწყო რამდენიმე თვის წინ, არის ის, რომ ვცხოვრობთ გაურკვევლობის პერიოდში და ძალიან რთულია, იწინასწარმეტყველო, როგორი იქნება მიგრაციის, ინვესტიციებისა და ეკონომიკური გავლენები, მაგრამ ჩემი გზავნილი იქნება, დარჩით ამ კურსზე, რეფორმებზე და გააგრძელეთ ქვეყნის გაძლიერება, გაამახვილეთ ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მწვანე ეკონომიკა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და კლიმატური ცვლილებები“, – აღნიშნა ანა ბიერდემ.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მსოფლიო ბანკისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა