ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„ლელოს“ შემოთავაზება მისაღებია - გიორგი ბოტკოველი მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზე

ნახვები: 362 „ლელოს“ შემოთავაზება მისაღებია - გიორგი ბოტკოველი მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზე

„იმ პარლამენტში ჯდომა, სადაც „ქართული ოცნების" უმრავლესობა მოპარული არჩევნებით არის, ნამდვილად არავისთვის კომფორტს არ წარმოადგენს", - ასე ეხმიანება პარტია ,,ლელოს" დღეს 23 ივნისს, ოპოზიციის მისამართით გაკეთებულ შეთავაზებას ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, გიორგი ბოტკოველი.

ბოტკოველის განმარტებით, ხაზარაძის ინიციატივა მისაღებია, თუმცა საკითხთან დაკავშირებით საჭიროა მსჯელობა.

„მოულოდნელი არ ყოფილა, რომ „ქართული ოცნება" ყველაფერს შეეცდება, ის „კლანი" გააძლიეროს და გაამყაროს, რომელიც დღეს არსებობს სასამართლოში. რაც შეეხება „ლელოს" შემოთავაზებას - გასაგებია, მისაღებია ეს შემოთავაზება, მაგრამ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რასაც მივიღებთ, მივიღებთ პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ფორმატში და ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ პოლიტიკური საბჭოს ფორმატში, როგორც ჩვენ გავაკეთეთ, შემოსვლასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკურმა საბჭომ, ამ გადაწყვეტილებას დავემორჩილებით ასევე", - განაცხადა ბოტკოველმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციურ პარტიებს, პარლამენტის ბოიკოტირებისკენ მოუწოდა იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნას არ შეაჩერებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა