თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

ვახტანგ გომელაური - ესებუას თემა სახუმარო არ არის, ვფიქრობ, პირველ რიგში, ძალიან სწორი იყო, რომ სისხლი არ დაიღვარა

ნახვები: 394 ვახტანგ გომელაური - ესებუას თემა სახუმარო არ არის, ვფიქრობ, პირველ რიგში, ძალიან სწორი იყო, რომ სისხლი არ დაიღვარა

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას ძებნა კვლავ გრძელდება.

გომელაურის თქმით, ესებუას თემა სახუმარო არ არის და მიაჩნია, რომ პირველ რიგში, სწორი იყო, რომ ოპერაციის დროს სისხლი არ დაიღვარა.

„ბადრი ესებუას ვეძებთ. სახუმარო თემასავით გახდა, სახუმარო თემა არ არის. ხუთჯერ ავხსენი და კიდევ გავიმეორებ – არის ადამიანი, რომლსაც 20 წელი და 18 წელი ვეძებდით. მაგალითად, 2021 წელს დავაკავეთ ადამიანი, რომელმაც პოლიციელი ჩაცხრილა მანქანაში. ყველას უნდოდა მისი დაკავება, რა თქმა უნდა, ბატონ მერაბიშვილს, მის გუნდს, მაგრამ ვერ დააკავეს, მიიმალა ეს ადამიანი. ნუ უყურებთ ისე, რომ ეს კატასტროფაა. მე, პირველ რიგში, მიმაჩნია, ძალიან სწორი იყო, რომ სისხლი არ დაიღვარა. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი ოპერაციები, თუმცა ნეტავ, ყოველთვის უსისხლოდ დამთავრდეს, მაგრამ ამის გარანტიას ვერავინ ევრავის მისცემს“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

კითხვაზე, დატოვა თუ არა ბადრი ესებუამ ქვეყანა, გომელაურმა უპასუხა: „არ ვიცი, შეიძლება“.

2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტერორისტულ აქტს, მძევლების აყვანას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა