გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

თეთრი სახლის პრესმდივანი - რუსეთში არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ ბრძოლა პუტინის ომში, მათ შეუძლიათ, განაცხადონ აშშ-ში თავშესაფარზე, მივესალმებით ყველას, ვინც თავშესაფარს ეძებს

ნახვები: 490 თეთრი სახლის პრესმდივანი - რუსეთში არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ ბრძოლა პუტინის ომში, მათ შეუძლიათ, განაცხადონ აშშ-ში თავშესაფარზე, მივესალმებით ყველას, ვინც თავშესაფარს ეძებს

ჩვენ ვხედავთ საპროტესტო აქციებს რუსეთის ქუჩებში. ვხედავთ, რომ ადამიანები ხელს აწერენ პეტიციებს და ვფიქრობ, მესიჯი, რომელსაც ისინი გვიგზავნიან, ძალიან ნათლად არის ის, რომ ამ ომს, რომელიც პუტინმა დაიწყო, ამ ომს, რომელიც დაიწყო კრემლმა, მხარს არ უჭერენ, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ-ჟან პიერმა განაცხადა.

როგორც კარინ-ჟან პიერმა აღნიშნა, რუსეთში არიან ადამიანები, რუსები, რომლებსაც არ სურთ ბრძოლა პუტინის ომში ან არ სურთ დაიღუპონ ამისთვის, ეს ძალიან ცხადია.

„მათი მესიჯი ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი. ჩვენ ვეუბნებით ამ ხალხს, ვიცი, რომ იყო შეკითხვა, რომელიც დაისვა დევნისგან თავშესაფრის ძიების შესახებ. მიგვაჩნია, რომ მათი ეროვნების მიუხედავად, მათ შეუძლიათ, განაცხადონ აშშ-ში თავშესაფარზე და მათი განცხადება სათითაოდ განიხილება. ასე რომ, ჩვენ მივესალმებით ყველას, ვინც თავშესაფარს ეძებს და მათ ეს უნდა გააკეთონ. თუმცა, კიდევ ერთხელ, ჩვენ ვსაუბრობდით უკრაინელების მამაცობაზე, რომლებიც იბრძოდნენ ამ ომში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში და იმაზე, თუ როგორ იბრძოდნენ ისინი თავიანთი თავისუფლებისთვის. რასაც ჩვენ ვხედავთ რუსეთში, არის რუსი ხალხი, რომელიც ამბობს, რომ მათ არ სურთ ეს ომი. ისინი მხარს არ უჭერენ პუტინის ომს. კიდევ ერთხელ, ჩვენ ეს არაერთხელ ვთქვით, ამ ომის შეჩერება მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია და ეს პრეზიდენტი პუტინია. სწორედ მან დაიწყო ეს არაპროვოცირებული, ბრუტალური ომი და მასზეა დამოკიდებული მისი შეჩერება. რასაც ახლა ვხედავთ, ეს ძალა არაა, ესაა სისუსტე პრეზიდენტი პუტინისგან“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა