ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სერგეი ლავროვმა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებას“ ორმაგი მოქალაქეობის დარეგულირების საკითხზე

ნახვები: 518 სერგეი ლავროვმა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებას“ ორმაგი მოქალაქეობის დარეგულირების საკითხზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ხელი მოაწერეს ორმაგი მოქალაქეობის დარეგულირების საკითხზე ე.წ. შეთანხმებას.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, „შეთანხმების“ შედეგად, უახლოეს მომავალში ამოქმედდება მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც, აფხაზეთში მცხოვრები პირები რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ.

ამასთან, გავრცელებული ცნობით, ორმაგი მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ ის პირები, რომლებიც აფხაზეთის „მოქალაქეობას“ 2008 წლის 26 აგვისტომდე ფლობდნენ.

შეხვედრისას სერგეი ლავროვმა ასევე რუსეთის უპირობო მხარდაჭერის შესახებ განაცხადა, რომელსაც მოსკოვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სუვერენიტეტის განმტკიცებასთან დაკავშირებით ადასტურებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა