ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი ზარქუა - ბანერი გამოფინეს „მატყუარა კაცები პარლამენტშიო" და თავიდან მეგონა, ქალბატონმა სამნიძემ ეს „ნაცმოძრაობას" მოუწყო

ნახვები: 379 ირაკლი ზარქუა - ბანერი გამოფინეს „მატყუარა კაცები პარლამენტშიო" და თავიდან მეგონა, ქალბატონმა სამნიძემ ეს „ნაცმოძრაობას" მოუწყო

ბანერი გამოფინეს „მატყუარა კაცები პარლამენტშიო" და სიმართლე გითხრათ, თავიდან მეგონა, რომ ქალბატონმა სამნიძემ ეს „ნაციონალურ მოძრაობას" მოუწყო, რადგან ისინი ამბობდნენ არ შევალთ პარლამენტშიო და მერე შემოვიდნენ, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივნიდან პროტესტის ნიშნად ბანერის გადმოფენის ფაქტს.

ზარქუა აცხადებს, რომ რეალურად, ახალი ჩანაწერით, თვითმმართველობებში ქალთა უფრო მეტი მონაწილეობაა უზრუნველყოფილი.

„აღმოჩნდა, რომ სულ სხვა თემას ეხებოდა. აქაც მგონი, სიცრუის ტირაჟირება ხდება. რეალურად, მოქმედი რეგულაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობით, დაახლოებით 277 ქალბატონი დეპუტატია წარმოდგენილი, მთელი რაოდენობის 14 პროცენტი, ახალი ინიციატივით, რაც მიშელის დოკუმენტმა დადო, ხდება გაზრდა - პროპორციული სია იზრდება, მაჟორიტარების იკლებს. ამ ნაწილშიც ქალბატონების რაოდენობა 277 დან 458- მდე იზრდება. მინიმუმი რაც ვთქვით, რომ 20 - პროცენტიანი წარმომადგენლობა იქნება დაცული, 22 გამოდის დაახლოებით. თუ რომელიმე პარტიას უნდა მეტი ქალი იყოს კიდევ წარმოდგენილი, ვინ უშლის, იქ წერია განსხვავებული სქესი და ქალებით დააკომპლექტონ და ყოველი მესამე მამაკაცი დაამატონ", - განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ და ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის აივნიდან შემდეგი შინაარსის პლაკატი „მატყუარა კაცების პარლამენტი" გადმოფინეს.

ცნობისთვის, ქალთა უფლებადამცველები და ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ საარჩევნო კანონდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებული მუხლი უარესდება.

კერძოდ, თუკი აქამდე არსებული ჩანაწერით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, საარჩევნო სიაში ყველა მეორე ქალი უნდა ყოფილიყო, ახლა ჩაიწერა, რომ ყველა მესამე უნდა იყოს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა