Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

თაკო ჩარკვიანი - არ მინდა, ჩამოიშალოს დასავლური ვექტორის მსხვილი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ ვურჩევ ხოლმე, უფრო აქტიური ლიდერი მოძებნონ, რომ გააქტიურდეს პროცესი

ნახვები: 458 თაკო ჩარკვიანი - არ მინდა, ჩამოიშალოს დასავლური ვექტორის მსხვილი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ ვურჩევ ხოლმე, უფრო აქტიური ლიდერი მოძებნონ, რომ გააქტიურდეს პროცესი

დავით კეზერაშვილთან შეხება არასდროს მქონია. არ მინდა, რომ ჩამოიშალოს დასავლური ვექტორის მსხვილი ოპოზიციური პარტია, ამიტომ ვაძლევ რჩევებს და არ მომწონს, როდესაც თავმჯდომარეს აიგივებენ პარტიასთან, თავმჯდომარეები იცვლება, არ იცვლება იდეალისტი ამომრჩეველი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, ვურჩევ ხოლმე უფრო აქტიური ლიდერი მოძებნონ, რომ გააქტიურდეს პროცესი, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვაინმა განაცხადა.

ჩარკვიანის თქმით, მას ნიკა მელიას მიმართ კითხვის ნიშნები გაუჩნდა.

„რაც შეეხება ნიკა მელიას განცხადებას, უკიდურესად არ მომეწონა და ვთქვი, რომ პოლიტიკურ მორალს გასცილდა, პოლიტიკას თუ გამოაცლი მორალს, შეიძლება, მხოლოდ ტალახში დარჩე-მეთქი ვუთხარი. სამი თვის წინ მოვისმინე მისი განცხადება, პარტნიორად ვთვლიო, ამიტომ ლეგიტიმური კითხვაა, როდის შეიტყო კეზერაშვილის ოლიგარქობის შესახებ. ეს არ არის კარგი, ეს ორმაგი სტანდარტია. მე სხვა რამით უფრო დავინტერესდი აქ, კითხვა გამიჩნდა ნიკას მიმართ. მთელმა დასავლეთმა შეიტანა ოლიგარქიის სიაში ივანიშვილი, ყოველ შემთხვევაში ჩვენ იქ დასახელებული კეზერაშვილი არ გვინახავს. შესაბამისად, როდესაც გამოდის მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და განცხადებას აკეთებს, რომ ოპოზიციას აფინანსებს ოლიგარქი, არ ბადებს ეს ლოგიკურ კითხვებს? მე გამიჩნდა კითხვა, ვის წისქვილზე დაასხა წყალი ამან, ფაქტია არა ოპოზიციის, ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ წისქვილზე, თუ განზრახ დაასხა, ეს უმეცრებაა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ამასთან, თაკო ჩარკვიანს მედიის წარმომადგენლებმა დავით კეზერაშვილის დღევანდელ განცხადებაზეც ჰკითხეს. ჩარკვიანის თქმით, მას დავით კეზერაშვილთან შეხება არასდროს ჰქონია.

„მართლა არ მაქვს ინფორმაცია, შეხება არასდროს მქონია ამ ადამიანთან. საერთოდ, ვცდილობ ხოლმე, ფრთხილი ვიყო ასეთ რაღაცებში, ამიტომ ვერ გეტყვით“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა