ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი ღარიბაშვილი - იანვრიდან პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ხელფასები 20 პროცენტით გაიზრდება

ნახვები: 463 ირაკლი ღარიბაშვილი - იანვრიდან პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ხელფასები 20 პროცენტით გაიზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იანვრიდან პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ხელფასები 20 პროცენტით გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება ჯამურად 490 მილიონი ლარით იზრდება.

„მათ შორის პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისთვის ხელფასები გაიზრდება 20 პროცენტით. მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენ იანვარში 10 პროცენტით გავზარდეთ ხელფასები ყველა საჯარო მოხელისთვის, 2023 წლის იანვარშიც ასევე გაიზრდება ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასები და ეს ზრდა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც.

ამას გარდა, მინდა ვთქვა, რომ პოლიციელებისთვის, ჯარისკაცებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებული გვაქვს საცხოვრებელი ბინების მშენებლობაც. „ჯარის ქალაქი“ სრულდება, რამდენიმე თვეში გავხსნით და 1 000-ზე მეტ ჯარისკაცს გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს. ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. ახლა, რამდენიმე კვირაში დავიწყებთ პოლიციელების ქალაქის მშენებლობას. 1 000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ამ ბინებს და რა თქმა უნდა, ეს იქნება გრძელვადიანი პროგრამა. ასევე გათვალისწინებული გვაქვს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის პოლიციის შენობების რემონტი, ბაზების მშენებლობა-რემონტი, შეიარაღება, აღჭურვილობა, ახალი მანქანები და ასე შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა