ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ნიკა მელია - ოპოზიციას უახლოეს პერიოდში მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება სხვადასხვა მიმართულებით

ნახვები: 485 ნიკა მელია - ოპოზიციას უახლოეს პერიოდში მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება სხვადასხვა მიმართულებით

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, არ არსებობს იმის იმედი, რომ „ქართულ ოცნება“ მიიღებს ისეთ კანონპროექტს, რომელიც მომავალში სახელმწიფოს გამოადგება და ნორმალურ, დემოკრატიულ წესწყობილებას საფრთხე არ შეექმნება.

ნიკა მელიამ ამის შესახებ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მელია ამბობს, მმართველი გუნდი ისეთ კანონპროექტებს მიიღებს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან.

„თვეების განმავლობაში რუსული ხელისუფლება უტიფრად საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. მეტიც, საუბრობენ, რომ ის არის მეცენატი. ეს არც გუშინ უთქვამთ და არც გუშინწინ, ევროპული დავალების სახით 12 რეკომენდაცია გაცემული არ იყო, რომ მათ ეს განცხადება გააკეთეს. ამიტომ იმის იმედი, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში გაუნათდება გონება და მიიღებენ კანონპროექტს, აქცევენ კანონად, რომელიც მომავალში სახელმწიფოს გამოადგება და ნორმალურ, დემოკრატიულ წესწყობილებას საფრთხე აღარ შეექმნება, რა თქმა უნდა, არ არსებობს და არც იარსებებს, ვიდრე რუსული ხელისუფლება არის მართვის სადავეებთან. ისინი მათ შორის პარლამენტში, მიიღებენ ყველა კანონპროექტს, რომელსაც ჩათვლიან საჭიროდ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კითხვაზე, მიიჩნევთ თუ არა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე პარლამენტში მუშაობა არაფრის მომცემია, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ნაწილობრივ ეთანხმება.

მისივე თქმით, გამორიცხულია, დემოკრატიული კანონშემოქმედებითი ცხოვრება არსებობდეს პარლამენტში, სადაც „დეპუტატები მონურ მორჩილებაში იმყოფებიან“.

„დიახ, ნაწილობრივ ვეთანხმები, რადგან იქ, სადაც „რუსულ ოცნებას“ მიტაცებული და უზურპირებული აქვს ბიუროკრატიული აპარატიდან დაწყებული, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოთი გაგრძელებული, ბუნებრივია, იქ არასდროს იქნება ნორმალური, დემოკრატიული დისკუსია და მსჯელობა. კიდევ უფრო გამორიცხულია, დემოკრატიული კანონშემოქმედებითი ცხოვრება არსებობდეს პარლამენტში, სადაც მონურ მორჩილებაში ჰყავს ივანიშვილს დეპუტატები. აი, ვხედავთ, დღიდან დღემდე პარტიებს იცვლიან ისე, რომ არც კი სჯერა საზოგადოებას, რომ პარტია შეიცვალეს რეალურად, უბრალოდ ფსევდოახალ პლატფორმას ქმნიან და გადადიან. ასეთი მასკარადი არის და იქნება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ოპოზიციას უახლოეს პერიოდში მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება სხვადასხვა მიმართულებით“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა