რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ირაკლი ზარქუა - მერაბიშვილის და ადეიშვილის ჯალათი სოსო თოფურიძეც კი შეშფოთებულია, თურმე რა ხარჯები ჰქონიათ ოპოზიციაში და დემოკრატიას ქადაგებს, ეს ცალკე ტრაგიკომედიაა

ნახვები: 481 ირაკლი ზარქუა - მერაბიშვილის და ადეიშვილის ჯალათი სოსო თოფურიძეც კი შეშფოთებულია, თურმე რა ხარჯები ჰქონიათ ოპოზიციაში და დემოკრატიას ქადაგებს, ეს ცალკე ტრაგიკომედიაა

მერაბიშვილის და ადეიშვილის ჯალათი სოსო თოფურიძეც კი შეშფოთებულია, თურმე რა ხარჯები ჰქონიათ ოპოზიციაში და დემოკრატიას ქადაგებს, ეს ცალკე ტრაგიკომედიაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომლითაც გამოეხმუარა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო თოფურიძის პოსტს, სადაც თოფურიძე ოპოზიციის მიერ დიდი ოდენობით თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.

ირაკლი ზარქუას თქმით, რეალურად, ოპოზიციის ამ ნაწილს არ აინტერესებს ის ხალხი, რომელიც მათ უჭერს მხარს. ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ოპოზიციის მიმდევრებმაც კი გაშიფრეს ოპოზიცია და რადიკალური ოპოზიციის ინტერესები.

„მქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდი. სოსო თოფურიძე ხომ იცით, რომელიც არის? მერაბიშვილის და ადეიშვილის ჯალათი, რომელიც დღემდე მიმალვაშია. ეს ადამიანიც კი შეშფოთებულია და დემოკრატიას ქადაგებს. ეს ცალკე ტრაგიკომედიაა, თუმცა თურმე, ოპოზიციაში რა ხარჯები ჰქონიათ – დაცვა 18 ათასი ლარი, მივლინებები 40 ათასი ლარი, თურმე ოთხი ტონა საწვავი და ა.შ. ეს ხალხი შემდეგ დაიცავს ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის უფლებებს? ამიტომაც არის, პარტიაში რომ შემორჩათ 17 კაცი, რომლებიც მათი მიმდევარია.

ამას ვამბობდით, რომ უკვე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ეს სასაცილოა. არ ვიცი, რამდენად სწორია, რომ ამაზე კომენტარი მე გავაკეთო. ერთი ჯალათი დანარჩენ მწვალებლებს უთვლის ხარჯებს, რაში დახარჯეს ფული, როგორ გამოიყენეს და ხალხი რომ არ აინტერესებთ. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ მათი ინტერესი არ არის ის ხალხი, ვინც მათი მიმდევარია. მათმა მიმდევრებმაც გაშიფრეს ოპოზიცია და რადიკალური ოპოზიციის ინტერესები. რანაირად უნდა დაარწმუნოს ახლა ან ჭიჭე ვაშაძემ, ან მელიამ, რომ ხალხზე გადამკვდარები არიან და მათ ინტერესებს იცავენ. ერთიც, მეორეც ბოლოს როდის ნახეთ ხალხთან?, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“. ესენი არიან მწვალებელთა პარტია, ძალიან დიდი ნაწილი გასამართლდა, ახლა თოფურიძეც გამოჩნდა და ალბათ, შესაბამისი რეაგირებაც მოყვება, საიდან იყო, როგორ არის და რანაირად. ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის სპექტრის მთელი ტრაგიკომედია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა