ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, 2022 წლის ბოლომდე გაფორმდეს

ნახვები: 578 ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, 2022 წლის ბოლომდე გაფორმდეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, გარკვეულ პირობებში, სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი შესაძლოა, 2022 წლის ბოლომდე მოეწეროს.

„სომხურ მხარეს თუ ექნება ნება, მაშინ სამშვიდობო შეთანხმება შეიძლება გაფორმდეს წლის ბოლომდე. დრო მიდის. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა, მივიჩნევ, რომ ეს მაინც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ვფიქრობ, უახლოეს ხანში მხარეები თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ორივე მხარე თუ  დაიწყებს მუშაობას სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, მაშინ წლის ბოლომდე შეიძლება შეთანხმებამდე მივიდეთ“, – განაცხადა ალიევმა პრაღაში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ალიევის თქმით, არც სომხეთს და არც ევროკავშირს არ აქვთ კითხვები სამშვიდობო შეთანხმების ხუთ საბაზისო პრინციპთან, რომლებიც აზერბაიჯანმა წარადგინა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა