ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი ზარქუა - არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩასაფრებულ პოზიციაში, მათი ინტერესია, იქნება თუ არა სასამართლო კონკრეტულად მათი ინტერესების გამტარებელი

ნახვები: 469 ირაკლი ზარქუა - არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩასაფრებულ პოზიციაში, მათი ინტერესია, იქნება თუ არა სასამართლო კონკრეტულად მათი ინტერესების გამტარებელი

ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ისინი არიან, ვინც ჩასაფრებულ პოზიციაშია, მათ არაფერი აქვთ საერთო ობიექტურ, გამართულ სასამართლო ხელისუფლების შექმნასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ზარქუა გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომ „მმართველი გუნდის სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ​უგულვებელყოფს მართლმსაჯულებაში არსებულ რეალურ პრობლემებს“.

ზარქუას თქმით, აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციებს კლანური მიდგომა აქვთ.

„ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ისინი არიან, ვინც ჩასაფრებულ პოზიციაშია, მათ არაფერი აქვთ საერთო ობიექტურ, გამართულ სასამართლო ხელისუფლების შექმნასთან. მათი ინტერესი ეს არ არის, მათი ინტერესია მხოლოდ, ეს სასამართლო იქნება თუ არა კონკრეტულად მათი ინტერესების გამტარებელი. კლანური მიდგომა აქვთ. მათ შორის სახალხო დამცველის კანდიდატიც, რომ შეარჩიეს. ხუთი თუ ექვსი მდიდარი ორგანიზაცია შეიკრიბა, რომლებსაც 70 მილიონ ლარზე მეტი აქვთ დაფინანსება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და კანდიდატად მათი კლანის წევრი წარმოადგინეს. ამიტომ არ აქვთ საზოგადოებაში ნდობა და ამას ადასტურებს NDI-ის კვლევები“, – განაცხადა ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა