ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ჯოზეფ ბორელი - ძალიან მნიშვნელოვანია მესიჯის გაგზავნა, რომ რუსეთის საზღვრიდან დასავლეთით, ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყანა, ევროპულ კონტინენტზე ყველა ერთად დგას

ნახვები: 535 ჯოზეფ ბორელი - ძალიან მნიშვნელოვანია მესიჯის გაგზავნა, რომ რუსეთის საზღვრიდან დასავლეთით, ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყანა, ევროპულ კონტინენტზე ყველა ერთად დგას

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მესიჯის გაგზავნა, რომ რუსეთის საზღვრიდან დასავლეთით, ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყანა, ევროპულ კონტინენტზე ყველა ერთად დგას, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ გააკეთა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყანა წარმოადგენს ერთიან ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ.

„აბრევიატურაში EU, E – ევროპაა, ხოლო U – კავშირს ნიშნავს. არიან წევრები, ვისაც სურთ, ევროკავშირის წევრობა, სხვებს არ სურთ. ზოგი იყო და ახლა აღარაა, მაგრამ ყველა მათგანი ახლა ზის და განიხილავს, წარმოადგენს ერთიან ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, პირველი ნაბიჯი ევროპაში დიდი კოალიციის შესაქმნელად, რომელიც უპირისპირდება რუსეთს“, – განაცხადა ბორელმა.

ამასთან, შეხვედრაზე, რომელზეც დღეს განიხილება უკრაინის დახმარების საკითხი და ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის გზები ევროპაში, ბორელის განცხადებით, უნდა შემცირდეს ენერგიის ფასები, „მაგრამ ეს როგორც ეკონომიკური საკითხი, ისე პოლიტიკური საკითხია“.

„რუსეთი გაზის ფასებით თამაშობს, თუ გადავხედავთ მათ გადაწყვეტილებას ნავთობის მიწოდების შემცირებაზე, რაც მკაფიო პასუხია ჩვენს შეთავაზებაზე ზედა ზღვრის დაწესებასთან დაკავშირებით. დღემდე ნავთობბაზარზე დომინირებდა მონოპოლისტური მხარე. ახლა გვსურს ამ ფასების შეზღუდვა და დაუყოვნებლივი პასუხი იყო მიწოდების შემცირება. ეს ნიშნავს, რომ ენერგეტიკა გეოსტრატეგიული საკითხია, რომელიც დაკავშირებულია ომთან და მსოფლიოში ძალთა ბალანსის გადანაწილებაზე“, – განაცხადა ბორელმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა