ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშზე პოლიტიკური დებატები დღეს გაგრძელდება

ნახვები: 234 პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშზე პოლიტიკური დებატები დღეს გაგრძელდება

პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის პროცედურები პარლამენტში დღეს გაგრძელდება.

25 ივნისს, პლენარულ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა დაახლოებით რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრემიერ-მინისტრს კითხვით 70-მა დეპუტატმა მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა დამაზუსტებელ კითხვებს. ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო პოლიტიკური დებატები, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს სურს დებატებში მონაწილეობა, რაც ვერ მოესწრებოდა, რადგან რეგლამენტის შესაბამისად, საგაზაფხულო სესია უნდა დაიხუროს ივნისის ბოლო პარასკევს, დღეს 00:00 საათამდე. კახა კუჭავამ განაცხადა, რომ 28 ივნისს მოწვეული იქნებოდა რიგგარეშე სხდომა და ამისთვის პრეზიდენტს მიმართა.

დეპუტატებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დახურეს საგაზაფხულო სესია.

პროცედურის შესაბამისად, დარჩენილია პოლიტიკური დებატები, რა ფორმატშიც პოლიტიკურ ძალებს გამოსვლების საშუალება ექნებათ. ამ პროცედურის ამოწურვის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრს შეეძლება, შემაჯამებელი სიტყვით ისარგებლოს.

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომა 13:00 საათზე გაიმართება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა