ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

შალვა პაპუაშვილი - მიკვირს, რომ ოპოზიცია მომხრეა, მოსახლეობიდან 76 მილიონი ლარი ამოვიღოთ, მოქალაქეებს სოციალური ფონი უნდა შევუმსუბუქოთ

ნახვები: 225 შალვა პაპუაშვილი - მიკვირს, რომ ოპოზიცია მომხრეა, მოსახლეობიდან 76 მილიონი ლარი ამოვიღოთ, მოქალაქეებს სოციალური ფონი უნდა შევუმსუბუქოთ

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ იმ ფონზე, როცა ქვეყანაში კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაცია იწყება და პანდემია უკან იხევს, მოსახლეობას სოციალური მდგომარეობა უნდა შეუმსუბუქდეს.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, უკვირს, რომ ოპოზიცია ამისი წინააღმდეგია.

„მიკვირს, რომ ოპოზიცია მომხრეა, მოსახლეობიდან 76 მილიონი ლარი ამოვიღოთ. თუ ოპოზიცია ითხოვს, რომ ადამიანებიდან 76 მილიონი ამოვიღოთ, თქვან, პირობები გამკაცრდეს. სამწუხაროდ, პანდემიის დროს რეგულაციები მოსახლეობის ნაწილმა არ დაიცვა და ჯარიმები დაეკისრათ, მაგრამ ქვეყანაში არსებობს სოციალური ფონი, არის დავალიანებები. იმ ფონზე, როცა იწყება მასობრივი ვაქცინაცია და პანდემია უკან იხევს, მოსახლეობას ეს სოციალური ფონი უნდა შევუმსუბუქოთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდებიან.

გარდა ამისა, პირებს, რომლებსაც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა