ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნიკოლოზ ჩხეტიანი - პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიების მუდმივი თავდასხმები აღარ გვიკვირს, რაც მეტი ფინანსური შემოსავალი ექნება ფონდს, მით მეტ საქველმოქმედო პროექტს დაინახავს ქვეყნის მოსახლეობა

ნახვები: 727 ნიკოლოზ ჩხეტიანი - პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიების მუდმივი თავდასხმები აღარ გვიკვირს, რაც მეტი ფინანსური შემოსავალი ექნება ფონდს, მით მეტ საქველმოქმედო პროექტს დაინახავს ქვეყნის მოსახლეობა

პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიების მუდმივი თავდასხმები, ჩვენი ფონდის წინააღმდეგ, ჩვენთვის კარგად გასაგებია და ჩვენ აღარ გვიკვირს მათი ეს ქმედება, – ამის შესახებ საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტის, „სულაჟერის“ შექმნის პროცესში ფონდის მონაწილეობასთან დაკავშირებით „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ აღნიშნა, „მათთვის კარგად ცნობილია პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიების ანატომია“.

„რაც მეტი ფინანსური შემოსავალი ექნება ფონდს, მით მეტ საქველმოქმედო პროექტს დაინახავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. რაც შეეხება იმ ხალხს, რომლებიც ასე ჩასაფრებით არიან ყველა ჩვენი პროექტის მიმართებაში, პირდაპირ ვეტყვი, რომ მათი სქემა და ეს ანატომია, ამ შეთხზული ისტორიების, ჩვენთვის კარგად ცნობილია. ყოველ ჯერზე მოქმედებენ ერთი გეგმით. ეს ანატომია, ამ მოვლენის რასაც ჰქვია, ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიების მუდმივი თავდასხმები ჩვენი ფონდის წინააღმდეგ, ჩვენთვის კარგად გასაგებია და ჩვენ პრინციპში აღარ გვიკვირს ეს მათი ქმედება“, – განაცხადა ჩხეტიანმა.

ამასთან, როგორც ჩხეტიანმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ ქართველ მეცნიერს შექმნილი ჰქონდა გარკვეული მედიკამენტი, რომელსაც გააჩნდა პოტენციალი „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ, ფონდმა გადაწყვიტა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება.

მისი თქმით, ფონდს გააჩნია ფინანსური დაინტერესება, ხოლო მიღებულ შემოსავალს ფონდი „ქართუ“ ისევ საქველმოქმედო საქმიანობაში დახარჯავს.

„ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ ათწლეულების განმავლობაში ახორციელებენ საქველმოქმედო პროექტებს საზოგადოებრივი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ეს შეეხება კულტურას, სპორტს, განათლებას, მეცნიერებას და გამონაკლისს არ წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ასევე ჯანდაცვის სფერო. ახლა, როდესაც მსოფლიო და საქართველოს თავს დაატყდა „კოვიდ-19“ პანდემია, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ბუნებრივია, ჩვენ ვერ დავდგებოდით ამ პრობლემის მიღმა. ჩვენამდე როდესაც მოვიდა ინფორმაცია, რომ არსებობს ქართველი მეცნიერი, რომელსაც საკმაოდ საინტერესო კვლევები აქვს ამ მიმართულებით და შექმნილი აქვს გარკვეული მცენარეული პრეპარატი, რომელსაც სერიოზული პოტენციალი გააჩნია, ჩვენ, ბუნებრივია, გადავწყვიტეთ, ჩავრთულიყავით ამ პროექტის მხარდაჭერაში. კოვიდის წინააღმდეგ თუ არის შესაძლებელი რაიმე ტიპის პრეპარატის შექმნა, მით უმეტეს, ეს თუ მოხერხდა საქართველოში, თუ ეს გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს. ჩვენი მოტივაცია არის მხოლოდ აღნიშნული მიზნის მიღწევა. ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მათი სიცოცხლის გადარჩენა. ფონდს ნამდვილად აქვს ფინანსური ინტერესი, ამას არც ვმალავთ და ღიად ვამბობთ, უბრალოდ იურიდიული ფორმიდან გამომდინარე, ფონდი მიღებულ ყველანაირ შემოსავალს ისევ ახარჯავს თავის საქველმოქმედო პროექტებს“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა