ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გია ხარჩილავა:წალენჯიხა მუჭში მოქცეული არ გახდა და ამან ვიღაცა ძალიან გააღიზიანა

ნახვები: 459 გია ხარჩილავა:წალენჯიხა მუჭში მოქცეული არ გახდა და ამან ვიღაცა ძალიან გააღიზიანა

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა აცხადებს, რომ მისი კუთვნილი ავტომობილი განგებ დაწვეს.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ წალენჯიხა ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტია, რომელიც რეფორმებს ახორციელებს და ანტიკორუფციულ სქემებს შიფრავს, სისტემიდან გამორჩეული გახდა და ამან ვიღაცა ძალიან გააღიზიანა.

ხარჩილავას განცხადებით, მანქანა 100%-ით გამართული იყო და ამიტომ ის თვითაალებას გამორიცხავს.

„03:30-ზე შვილმა რაღაცის გასკდომის ხმა გაიგო. მაშინვე 112-ში დავრეკეთ. მანქანას უკვე ცეცხლი ეკიდა. აქ სურათი იკითხება. ადამიანის ჩარევით მოხდა ეს აქტი. ეს არის რაღაც აქტი, რომელიც გზავნილსაც შეიცავს. მანქანა იყო 100%-ით გამართული, ამიტომ თვითაალებას გამოვრიცხავ.

ვფიქრობ იმაზე, რომ წალენჯიხაში ოპოზიციური, ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელიც რეფორმებს ახორციელებს, ანტიკორუფციულ სქემებს შიფრავს, ამხელს და წალენჯიხა მუჭში მოქცეული არ გახდა, სისტემიდან გამორჩეული გახდა და ამან ვიღაცა ძალიან გააღიზიანა. დასკვნებს ნაჩქარებად არ ვაკეთებ, მაგრამ ესაა სურათი, რასაც ხედავთ. ჩვენ ვცხოვრობთ რუსეთში, პირდაპირ მოსკოვის სისტემიზირებული იმპერიის გუბერნია ვართ. ძალიან ბუნებრივია, რუსეთში არსებული კრიმინალური მეთოდები ალბათ, აქაც ჩანერგილია. ჩემთვის გასაგებია ყველაფერი, მაგრამ უფრო აზარტული ვიქნები რეფორმებში, ყველაფერში, რისთვისაც ხალხმა ამირჩია", - განაცხადა გია ხარჩილავამ.

შეგახსენებთ, გია ხარჩილავას მანქანის დაწვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა