Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული მათი ინსტიტუტების რეფორმირება და ჩვენი კავშირისკენ წინსვლა

ნახვები: 540 ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული მათი ინსტიტუტების რეფორმირება და ჩვენი კავშირისკენ წინსვლა

ჩვენ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული მათი ეკონომიკებისა და ინსტიტუტების რეფორმირება და ჩვენი კავშირისკენ წინსვლა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირის პასუხისმგებლობას მათი ყველა შესაძლო გზით მხარდაჭერა წარმოადგენს.

„უკრაინა და მოლდოვა ახლა ჩვენს კავშირში გაწევრიანების კანდიდატები არიან. ჩვენ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივაც. ცვლილებების ქარმა კიდევ ერთხელ დაუბერა ევროპაში, ისევე, როგორც 1970-იან წლებში, როდესაც ესპანეთმა, პორტუგალიამ და საბერძნეთმა აირჩიეს დემოკრატია ან როცა თავისუფლებისთვის მებრძოლებმა დაანგრიეს ბერლინის კედელი. რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული მათი ეკონომიკებისა და ინსტიტუტების რეფორმირება და ჩვენი კავშირისკენ წინსვლა, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა მათი მხარდაჭერა ყველა შესაძლო გზით. ეს არის ევროპის მომენტი. ჩვენზეა დამოკიდებული ამ მომენტის გამოყენება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, როგორც ევროკავშირი, ისე მისი მეზობელი ქვეყნები საერთო გამოწვევების წინაშე დგანან, როგორიცაა რუსეთის აგრესია, ენერგეტიკული დაუცველობა, კლიმატური ცვლილებები და საფრთხეეები ღია საზოგადოებებისთვის. მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა იმუშაოს ყველა პარტნიორთან ერთად, მათ შორის მათთან, ვისაც არ სურს კავშირში გაწევრიანება.

ევროკომისიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო უკრაინაში ომი და კრემლის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა