Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

პაატა მანჯგალაძე - „სტრატეგია აღმაშენებელს“ რომ 84-დეპუტატიანი უმრავლესობა ჰყავდეს, კობახიძეს, ცაგარეიშვილს და სხვებს დასასვენებლად გავუშვებდი

ნახვები: 500 პაატა მანჯგალაძე - „სტრატეგია აღმაშენებელს“ რომ 84-დეპუტატიანი უმრავლესობა ჰყავდეს, კობახიძეს, ცაგარეიშვილს და სხვებს დასასვენებლად გავუშვებდი

დასავლეთში ყველამ კარგად იცის, რომ "ქართული ოცნებიდან" არანაირი გამოყოფილი 9 ადამიანი არ არსებობს, არსებობს ბიძინა ივანიშვილის მესიჯების გამხმოვანებელი 9 დეპუტატი, რომელიც ერთი ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს, - ასე ეხმიანება "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის განცხადებას, რომ ანტიდასავლური რიტორიკა შემაშფოთებელია და მნიშვნელოვანია, რეფორმების დღის წესრიგი საფრთხის ქვეშ არ დადგეს პრობლემური ნარატივებით.

მისი თქმით, "თუ "დასავლეთს ომი უნდა", როგორც ამას ისინი ამბობენ, მაშინ მეორე არჩევანი, რასაც "ქართული ოცნება" ტოვებს, რუსეთია.

"თუ რუსულ ჭაობში ჩაიძირება საქართველო, ეს არის "ქართული ოცნებისთვის" ხსნის გზა. ეს არის "ქართული ოცნების" პროპაგანდა, „სტრატეგია აღმაშენებელს“ რომ 84 დეპუტატიანი უმრავლესობა ჰყავდეს პარლამენტში, კობახიძეს, ცაგარეიშვილს და სხვებს დასასვენებლად გავუშვებდი, რომ ევროპაში ინტეგრაციის პროცესისთვის ხელი არ შეეშალათ",- განაცხადა მანჯგალაძემ.

გარდა ამისა, ოპოზიციონერი დეპუტატი ასევე გამოეხმაურა აშშ- ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან ის ქვეყნის უსაფრთხოების და თავისუფლების გარანტია.

"დიახ ამის ახსნა სჭირდება "ქართულ ოცნებას", რომ ამერიკა არის საქართველოს უსაფრთხოების გარანტი. რაც შეეხება რეფორმების ნაწილს, ის იმიტაციას ქმნის, რომ თითქოს დასავლეთში უნდა, მაგრამ სინამდვილეში ის უნდა, რასაც ახმოვანებენ ბიძინას დეპუტატები,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა