ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებთან შეთანხმება მიღწეული

ნახვები: 284 ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებთან შეთანხმება მიღწეული

გვაქვს სრული კონსენსუსი შესაბამის პარტიებთან და საერთო თანხმობის საფუძველზე ხელმოწერებით დაინიცირდება ეს კანონპროექტი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებთან, მიღწეულია.

„დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ვინც ხელი მოაწერეს მიშელის დოკუმენტს, ჩვენ სრულად შევთანხმდით იმ პროექტზე, რომელიც დაინიცირდება და რომელიც კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს.

პირველი - რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, დაინიცირდება პროექტი 2- პროცენტიან ბარიერთან დაკავშირებით და უზრუნველყოფილი იქნება პროპორციული არჩევნების ჩატარება 2 - პროცენტიანი ბარიერით უკვე შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ფრაქციის შექმნის უფლება განისაზღვრება უკვე 4 დეპუტატისთვის და რაც შეეხება გენპროკურორის არჩევის წესს, აქაც არის შეთანხმებული კონკრეტული ტექსტი, რომელიც ეფუძნება მიშელის დოკუმენტს. სამივე საკითხთან დაკავშირებით გვაქვს სრული კონსენსუსი შესაბამის პარტიებთან და საერთო თანხმობის საფუძველზე ხელმოწერებით დაინიცირდება ეს კანონპროექტი,"- განაცხადა კობახიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა