თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჯენკინსი: ვცდილობთ, საქართველოს მივცეთ ყველაფერი, რაც სუვერენიტეტის გასაძლიერებლად სჭირდება

ნახვები: 554 ჯენკინსი: ვცდილობთ, საქართველოს მივცეთ ყველაფერი, რაც სუვერენიტეტის გასაძლიერებლად სჭირდება

ვცდილობთ, რომ საქართველოს ყველაფერი მივცეთ, რაც თავდაცვის გასაძლიერებლად სჭირდება , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით ბონი ჯენკინსიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა.

მან ისაუბრა 5-7 ოქტომბერს თბილისში განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტზე.

„დიახ, ნამდვილად, ცოტა ხნის წინ ჩამოვედი საქართველოდან, თბილისიდან და პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი ვიზიტი გამოვიდა. პირველად ვიყავი საქართველოში და ძალიან ველოდი იქ ჩასვლას.

ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რისთვისაც წავედი იყო იმ ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება, რომელიც საქართველოსთან გვაქვს. ჩვენ უკვე 30 წელია ერთად ვმუშაობთ, მათ შორის, უამრავ პროგრამაზე და ეს ვიზიტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

ჩასული ვიყავი იმისთვისაც, რომ გვესაუბრა ბიოუსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის მიმართულებებზე. ეს ძალიან კარგი გამოცდილება იყო, რადგან მე კონფერენციაზე სასაუბროდაც ვიყავი ჩასული. ასევე ძალიან კარგი, ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა საქართველოს ოფიციალურ პირებთან.

იმის გათალისწინებით, რა სიტუაციასთანაც გვიწევს გამკლავება, ვგულისხმობ, რუსეთ-უკრაინის ომს, რუსეთის არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში, ერთ-ერთი მესიჯი, რომელიც გავაჟღერე ის იყო, რომ უკრაინის სუვერენიტეტისადმი ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა გრძელდება და ზუსტად ასევე ვართ ერთგულები საქართველოს სუვერენიტეტისადმიც.

ვაცნობიერებთ, რომ საქართველო ახლა იმ სიტუაციაშია, როდესაც ასეთი უსაფრთხოების რისკი ასე ახლოსაა. ასევე ვაცნობიერებთ, რომ მობილიზაციის გამო, რუსების დიდი ნაკადი საქართველოში შედის და გვესმის ის გამოწვევებიც, რაც ამან საქართველოს შეიძლება მოუტანოს.

იმის გათვალისწინებით, რაც მე საქართველოში მოვისმინე, ქვეყანაში სჯერათ, რომ შეუძლიათ ამ სიტუაციას გაუმკლავდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში ჩვენ ვაძლევდით საქართველოს დაფინანსებას სამხედრო შესყიდვებისთვის. მხოლოდ ამ წელს, თუ არ ვცდები, 35 მილიონ დოლარზე მეტი გვაქვს საქართველოსთვის გაცემული. საქართველოს სხვადასხვა ტიპის დახმარებას ვუწევთ და კვლავაც ვეძებთ გზებს, იმისთვის, რომ საქართველოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის საჭირო სამხედრო და სხვა ტიპის დახმარება მივცეთ“,- განაცხადა ბონი ჯენკინსიმ.

მან ასევე ისაუბრა საქართველოში ყოფნის დროს მის მიერვე გაკეთებული განცხადებაზე, რომლის თანახმად, პერსონალური თავდასხმა საქართველოში აშშ-ს ელჩ კელი დეგნანზე და ამერიკის საელჩოზე უფრო დიდი კონტექსტის ნაწილია რომელიც მთელ რეგიონში არსებობს. მან განმარტა, რა იგულისხმა აღნიშნულ განცხადებაში.

„ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა. როგორც ვიცით, რუსეთი დეზინფორმაციაზე აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ისინი ცდილობენ, რომ ყურადღება გადაგვატანინონ იმისგან, რასაც აკეთებენ. ისინი ცდილობენ, რომ უკუღმა წარმოაჩინონ ის დახმარება, რასაც ამერიკის და სხვა მთავრობები აწვდიან უკრაინას. ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ უკრაინაა აგრესორი, ან რომ ის არასწორად იქცევა.

დეზინფორმაციის კიდევ ერთი ფორმაა, რასაც ისინი აკეთებენ: თავს ესხმიან ელჩ დეგნანს და იმას, რასაც ის აკეთებს. ასე რომ, ერთ-ერთი მესიჯი, რომლის გაჟღერებაც მინდოდა - და ასეც მოვიქეცი - ის არის, რომ ადმინისტრაცია მხარს უჭერს ელჩ დეგნანს, რომ გარშემო ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა და საქართველო ასეთ დეზინფორმაციას ხელს არ უნდა უწყობდეს. ეს არავის ინტერესში არ შედის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, მტკიცედ ვუჭერთ მხარს ელჩ დეგნანს და ჩვენს საელჩოს საქართველოში“, - განაცხადა ბონი ჯენკინსიმ.

ის ასევე არასწორსა და დეზინფორმაციას უწოდებს გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ თითქოს „ამერიკას საქართველოს ომში ჩათრევა, ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა სურს“.

„ეს არასწორია. ეს დეზინფორმაციაა. არანაირი მცდელობა საქართველოს რაიმეში ჩათრევისა არ არსებობს. ვცდილობთ, რომ გავაღრმაოთ პროგრამები, თანამშრომლობა, გავაძლიეროთ ურთიერთობები და ასევე ვცდილობთ, რომ მივცეთ საქართველოს ყველაფერი, რაც მას სუვერენიტეტის გასაძლიერებლად სჭირდება“,- განაცხადა ბონი ჯენკინსიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა