გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

ალექსეი არესტოვიჩი:უკრაინელებმა ბახმუტთან კონტრშეტევა განახორციელეს და რუსებს უკან დახევა აიძულეს

ნახვები: 465 ალექსეი არესტოვიჩი:უკრაინელებმა ბახმუტთან კონტრშეტევა განახორციელეს და რუსებს უკან დახევა აიძულეს

რუსი პროპაგანდისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბახმუტის მიმართულებით რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე რუსებმა კონტროლი მოიპოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ძალიან წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა არ დააკონკრეტა ფრონტის რომელ მონაკვეთზე დაიხიეს რუსებმა უკან.

„გარკვეული წინსვლა იყო სვატოვოს მიდამოში. რუსული შენაერთები ცდილობდნენ კონტრშეტევას - მაგრამ ამაოდ. ჩვენებმა ბახმუტთან კონტრშეტევა განახორციელეს და უკან დახიეს მტერი. ჩვენებმა კონტრშეტევა მოაწყვეს, ერთ ადგილას რუსები გაყარეს. ჯერ არ ვამბობთ რომელი ადგილია, რადგან გენერალურ შტაბს ჯერ არ გამოუცხადებია ამის შესახებ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა