თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

შალვა პაპუაშვილმა არმაზ ახვლედიანსა და ანა ნაცვლიშვილს მიმართა - კარგია, თუკი მივედით იმ დასკვნამდე, რომ ზვიად გამსახურდიას დარბაზი იმსახურებს პატივისცემას, ჩვენი ქცევით და სიტყვით

ნახვები: 480 შალვა პაპუაშვილმა არმაზ ახვლედიანსა და ანა ნაცვლიშვილს მიმართა - კარგია, თუკი მივედით იმ დასკვნამდე, რომ ზვიად გამსახურდიას დარბაზი იმსახურებს პატივისცემას, ჩვენი ქცევით და სიტყვით

ძალიან კარგია, თუკი მივედით იმ დასკვნამდე, რომ ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზი იმსახურებს პატივისცემას, უპირველესად ჩვენი ქცევით, სიტყვით, ტერმინოლოგიით, ძალიან კარგია, მე მივესალმები ამას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატების არმაზ ახვლედიანისა და ანა ნაცვლიშვილის შენიშვნას, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, დარბაზში წესრიგი უნდა უზრუნველყოს.

„კოლეგებო, ნება მიბოძეთ, ცოტა მეც გამოვეხმაურო ამ საკითხს, ბატონმა არმაზმა, ქალბატონმა ანამ ვინაიდან სიმშვიდისკენ მოუწოდა დარბაზს და მათ შორის მეც, როგორც თავმჯდომარეს, სიმშვიდეზე ვიზრუნო, გამოხატვის ფორმები თუ სხვა აქვთ კოლეგებს, დატოვონ დარბაზი. მადლობა, რომ გამოხატვის ფორმებს მიაქციეთ ყურადღება, ამ დარბაზს ამ მოწვევის პარლამენტში სამწუხაროდ, ახსოვს ისეთი გამოხატვის ფორმები, როდესაც ქალბატონი ანა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას იდგა და ბლოკავდა აქ ამოსვლას, არ უშვებდა პარლამენტის თავმჯდომარეს თავის ადგილას და აღარ აღვწერ იმ სცენებს, რაც აქ ხდებოდა და აქ პარლამენტში. ძალიან კარგია, თუკი მივედით იმ დასკვნამდე, რომ პოლიტიკური კულტურა ამ დარბაზში, ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზი იმსახურებს პატივისცემას, უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქცევით, ჩვენი სიტყვით, ჩვენი ტერმინოლოგიით. ძალიან კარგი, მივესალმები ამას. ჩვენ სულ ახლახან გვქონდა სხვადასხვა ინტერპელაცია, პრემიერ-მინისტრის, ქალბატონო ანა, წითლიძეს მივმართავ, რომელსაც ლამის დარბაზი დავატოვებინე იმის გამო, რომ არ ემორჩილებოდა წესრიგს. ამიტომ კარგია, თუ მივედით ამ დასკვნამდე, რომ უნდა იყოს ურთიერთპატივისცემა და წესრიგი, ძალიან კარგია, ამიტომ ქალბატონო ანა ნაცვლიშვილი, ამ შემთხვევაში, ბატონო არმაზ, თქვენ ამ სიტყვაზე დაგიჭერთ და სხვა დროს, როდესც იქნება არეულობის მცდელობა, თუ დისციპლინის დარღვევის მცდელობა, თქვენ მოგმართავთ, რათა დამეხმაროთ ამის დაცვაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა