ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

„გრინსერვის +“-ის დაკავებული თანამშრომლების ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ერთი პირი ერთხელაც არ ყოფილა დაბარებული საგამოძიებო ორგანოში - მოულოდნელი იყო დაკავებაც და ბრალდების ფორმულირებაც

ნახვები: 626 „გრინსერვის +“-ის დაკავებული თანამშრომლების ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ერთი პირი ერთხელაც არ ყოფილა დაბარებული საგამოძიებო ორგანოში - მოულოდნელი იყო დაკავებაც და ბრალდების ფორმულირებაც

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე „გრინსერვის +“-ის დაკავებული თანამშრომლების ადვოკატის, რევაზ აჭარაძის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი მანამდე საგამოძიებო უწყებაში არც ერთხელ დაუბარებიათ.

როგორც ადვოკატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ბრალდებულთათვის ბრალის დადგენილების ოფიციალურად წარდგენის შემდეგ განაცხადა, აღნიშნული პირები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და სურთ, რომ ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება.

რევაზ აჭარაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთათვის მოულოდნელი იყო როგორც დაკავება, ასევე ბრალის ის ფორმულირება, რომელიც მათ წარედგინათ.

„ბრალის წარდგენა განხორციელდა, რაიმე სახის ცვლილება პოზიციასთან დაკავშირებით არ არის, ჩვენთვის მოულოდნელი იყო მსგავსი მოქმედებები საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, ასეთ შემჭიდროებულ ვადებში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ყველა გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, ერთ-ერთი მათგანი საერთოდ ერთხელაც არ ყოფილა დაბარებული. უცნაური და მოულოდნელი იყო როგორც დაკავება, ასევე ის ბრალდების ფორმულირება რაც არის. ეს პირები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და სურთ, რომ ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება, რაც აუცილებელი იქნება ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. რაიმე სახის ვერსიებზე საუბარი ნაადრევია, ამისთვის საჭიროა სრულყოფილი გამოძიება, რომელსაც ადგილი არ აქვს. ერთია მორალური პასუხისმგებლობა და მეორეა სამართლებრივი დადგენილება, რომელიც არის წარდგენილი, სწორედ ამას უკავშირდება ის პოზიცია, რომელიც გაგაცანით“, - აღნიშნა რევაზ აჭარაძემ.

ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა ცხრა პირს, რომელთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა