თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

ლევან იოსელიანი ომბუდსმენის არჩევაზე - ვინც ოპოზიციაში ჩვენს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, როგორც ჩანს, მას საკუთარი პარტიის წევრების იმედი არა აქვს

ნახვები: 432 ლევან იოსელიანი ომბუდსმენის არჩევაზე - ვინც ოპოზიციაში ჩვენს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, როგორც ჩანს, მას საკუთარი პარტიის წევრების იმედი არა აქვს

ვინც ოპოზიციაში ჩვენს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, როგორც ჩანს, მათ საკუთარი პარტიის წევრების იმედი არა აქვთ, რომ “ქართულ ოცნებას“ რომელიმე მათგანი ხმებს არ შეუვსებს, - აღნიშნული განცხადება “მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ომბუდსმენის არჩევის საკითხთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში გააკეთა.

სახალხო დამცველის პოსტის დასაკავებლად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა. “მოქალაქეებმა“ პარლამენტს 19-ვე ყველა მსურველი კანდიდატი წარუდგინეს.

როგორც იოსელიანი განმარტავს, ამ გადაწყვეტილებით ყველა კანდიდატს მიეცემა პარლამენტის წინაშე წარდგომისა და საკუთარი მოსაზრების გამოხატვის საშუალება. მისივე თქმით, მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატის გასაყვანად საკმარისი ხმები არ გააჩნია, 90 ხმის შესავსებად მათ ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერა სჭირდებათ, ამიტომ ვინც ოპოზიციაში ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, მათ საკუთარი პარტიის წევრების იმედი არ აქვთ, რომ “ქართულ ოცნებას“ რომელიმე მათგანი ხმებს არ შეუვსებს.

“ჩვენ გუშინ გავაკეთეთ განცხადება, რომ პარლამენტს სახალხო დამცველის 19-ვე კანდიდატს წარვუდგენდით და 19-ვე კანდიდატს ექნება საშუალება მოვიდეს პარლამენტში, თავისი აზრი გამოხატოს, მიიღოს კომიტეტის მოსმენაში მონაწილეობა და დაარწმუნოს პარლამენტის წევრები, რომ მხარდაჭერა მოიპოვონ. ეს არის ყველაზე გამჭვირვალე, ყველაზე დემოკრატიული პროცესი, რაც კი შეიძლება ამ ადამიანების მიმართ პარლამენტში შედგეს. ბუნებრივია, ჩვენ ამ პროცესის მხარდამჭერები ვართ.

რაც შეეხება სკეპტიციზმს და ჩემი კოლეგების კრიტიკას, მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია მათ ვუთხრა, როგორც ჩანს, მათ საკუთარ პარტიაში არ აქვთ იმედი, რომ “ქართული ოცნების“ კანდიდატს ვიღაც მხარს არ დაუჭერს. სხვა შემთხვევაში ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება წინააღმდეგი იყო ყველას მიეცეს შანსი, თანაბარ პირობებში თავისი ხედვები წარუდგინოს პარლამენტს. ჩვენ არავის მიმართ მხარდაჭერა არ გამოგვიხატავს, ჩვენ ყველას მივეცით საშუალება, რომ ესაუბროს საზოგადოებას და ესაუბროს პარლამენტის წევრებს, ამის შანსი მივეცით ყველას და ამის კრიტიკა იმაზე მიუთითებს, რომ ამ პარტიებს საკუთარი წევრების, საკუთარი დეპუტატების იმედი არა აქვთ. სხვა შემთხვევაში ჩემთვის გაუგებარია, რა შეიძლება იყოს ამ კრიტიკის მიზეზი. “ქართულ ოცნებას“ საკმარისი ხმები რომ ჰქონდეს, მაშინ კრიტიკას მივიღებდი, მაგრამ რადგან მათ საკმარისი ხმები არ აქვს და ვიღაცამ უნდა შეუვსოს ოპოზიციიდან“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა