ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რომან გოცირიძე - "ოცნებას" მეხივით დაეცა თავს ეს ინფორმაცია, რას ნიშნავს სანქცია ამას იგრძნობს არამხოლოდ ივანიშვილი, არამედ ის ადამიანებიც, რომლებსაც უყვართ სეირნობა კომოს ტბაზე, მომავალში მათ მოუწევთ ბაიკალის ტბაზე სიარული

ნახვები: 495 რომან გოცირიძე - "ოცნებას" მეხივით დაეცა თავს ეს ინფორმაცია, რას ნიშნავს სანქცია ამას იგრძნობს არამხოლოდ ივანიშვილი, არამედ ის ადამიანებიც, რომლებსაც უყვართ სეირნობა კომოს ტბაზე, მომავალში მათ მოუწევთ ბაიკალის ტბაზე სიარული

რას ნიშნავს სანქცია, ამას იგრძნობს არამხოლოდ ივანიშვილი, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც ემსახურებიან მას და ძალიან უყვართ სეირნობა ევროპაში, კომოს ტბაზე - მომავალში მოუწევთ ბაიკალის ტბაზე, ნოვოროსიისკში, ნოვოჩერკასკსა თუ ციმბირში სიარული,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, უკრაინის მხრიდან ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირება ნიშნავს იმას, რომ სანქციები უახლოვდება თავად ივანიშვილს და უახლოეს მომავალში ამ სანქციებს აამოქმედებენ დასავლეთის ქვეყნები.

 

"მეხივით დაეცა თავს "ქართულ ოცნებას" ეს ინფორმაცია, არ ეგონათ თუ საქმე აქამდე მივიდოდა. უკრაინის მიერ ამ ადამიანების დასანქცირება ნიშნავს, რომ მას შემდეგ გაიმეორებს როგორც ევროკავშირის ქვეყნები, ისე აშშ, კანადა და ა.შ. ეს არის ფაქტრობრივად, ივანიშვილის გაფრთხილება, რომ თუ ის არ დაანებებს თავს ქვეყნის ორიენტაციის ცვლილების მცდელობას, თუ მათი მომსახურე, მორჩილი ადამიანები გააგრძელებენ ქვეყნის საზიანო პოლიტიკას, ანტიდასავლურ რიტორიკას, სიცრუის გავრცელებას, რომ ქვეყნის ომში ჩათრევა უნდათ, თუ არ შეწყვეტს „ქართული ოცნების“ გამოყენებას საკუთარი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, მაშინ ის დასანქცირდება. რას ნიშნავს სანქცია ამას იგრძნობს არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ იგრძნობენ ის ადამიანებიც, რომლებიც ემსახურებიან მას და ძალიან უყვართ სეირნობა ევროპაში, კომოს ტბაზე, მომავალში როცა სანქციები გავრცელდება ზოგიერთ პოლიტიკოსზე და ხელისუფლების წევრზე, მოუწევთ ბაიკალის ტბაზე, ნოვოროსიისკში, ნოვოჩერკასკსა და ციმბირში სიარული. ივანიშვილს სანქციები უახლოვდება და ეს უკვე ეხება ირიბად მას, რადგან სანქციების განმარტებაში არის ცნება - "დაკავშირებული პირები", ეს ადამიანები ივანიშვილთან არის დაკავშირებულნი,"- განაცხადა გოცირიძემ.

 

ცნობისთვის, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტიტე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა