Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

კელი დეგნანი კითხვაზე, უკრაინის გადაწყვეტილებაზე დაუწესოს სანქციები ივანიშვილის გარემოცვას, მაგრამ არა თავად ივანიშვილს - ეს შეკითხვა უკრაინის მთავრობას და ზელენსკის უნდა მიემართოს

ნახვები: 570 კელი დეგნანი კითხვაზე, უკრაინის გადაწყვეტილებაზე დაუწესოს სანქციები ივანიშვილის გარემოცვას, მაგრამ არა თავად ივანიშვილს - ეს შეკითხვა უკრაინის მთავრობას და ზელენსკის უნდა მიემართოს

ეს შეკითხვა უკრაინის მთავრობას და პრეზიდენტ ზელენსკის უნდა მიემართოს, - ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხვას უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებაზე დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს, მაგრამ არა თავად ივანიშვილს.

ამასთან, ელჩს დაუსვეს შეკითხვა აპირებს თუ არა აშშ შეუერთდეს სანქციებს, რადგან უკრაინის მთავრობა ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, მათ სანქციებს შეუერთდნენ და დაუწესონ სანქციები მათ მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვედრილ პირებს.

“რაც შეეხება აშშ-ს, როდესაც ჩვენ რაიმე სანქციებს ვაწესებთ, ეს ცხადდება საჯაროდ და ქვეყნდება გარკვეულ პლატფორმაზე, ვებსაიტზე და არ ხდება ამის წინასწარ განხილვა”, - განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტიტე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა