ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვახტანგ მეგრელიშვილი - ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე არჩევნებს მეტ სანდოობას შესძენს

ნახვები: 337 ვახტანგ მეგრელიშვილი - ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე არჩევნებს მეტ სანდოობას შესძენს

არ მგონია, თამარ ჟვანია ასეთ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებდეს, ამიტომ პოზიტიურად შევაფასებდი „ქართული ოცნების" ამ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე არჩევნებს მეტ სანდოობას შესძენს.

„ძალიან პოზიტიური მოვლენაა თამარ ჟვანიას გადადგომა, მით უმეტეს ახალი „საარჩევნო კოდექსის" მიღების შემდეგ, რაც იდეაში მთლიანი სისტემის განახლების საშუალებას იძლევა. ახალი კომისიის წევრები იქნებიან საოლქო და საუბნო კომისიებში. ამავე დროს ახალ არჩევნებს მეტ სანდოობას შესძენს ახალი თავმჯდომარე, რომელსაც არ ექნება თამარ ჟვანიას მემკვიდრეობა.

არ მგონია, რომ თამარ ჟვანია არის ისეთი ინდივიდუალური და დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს იღებდეს დამოუკიდებლად. ამიტომ ძალიან პოზიტიურად შევაფასებდი „ქართული ოცნების" ამ გადაწყვეტილებას ზოგად პოლიტიკურ კონტექსტში, ახალი არჩევნებისთვის მომზადების ეტაპზე", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა დღეს დატოვა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა