ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ლევან ბეჟაშვილი - ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის შერჩევის პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა კანდიდატმა, რომელსაც პროფესიული გამოცდილება, უნარები აქვს

ნახვები: 430 ლევან ბეჟაშვილი - ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის შერჩევის პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა კანდიდატმა, რომელსაც პროფესიული გამოცდილება, უნარები აქვს

არჩევნების გაყალბების შემდეგ „ქართულ ოცნებას" მოუწია აღიარება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმების მიღწევის თვალსაზრისით და ამავე დროს, მოუწია ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადაყენებაც, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ახალი თავმჯდომარის შესარჩევად პროცესში იმ კანდიდატებმა მიიღონ მონაწილეობა, რომლებსაც პროფესიული გამოცდილება და უნარები აქვთ.

„ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ არ მივიღოთ ახალი თამარ ჟვანია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ამიტომ, შერჩევის პროცესში ყველა იმ კანდიდატმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომელსაც აქვს პროფესიული გამოცდილება, უნარები და პარლამენტმა მაღალი კვორუმით, შეთანხმების საფუძველზე უნდა დანიშნოს ადამიანი ცესკო-ში", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჟვანიამ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

როგორც ჟვანია აღნიშნავს, შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის.

პარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ დამტკიცებული „საარჩევნო კოდექსის" გათვალისწინებით, ცესკო-ს თავმჯდომარეს, პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი ხმების ორი მესამედით ირჩევს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა