ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გიორგი ვაშაძე - მივესალმები სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, რომ პრინციპულად მოვითხოვოთ კონკრეტული ცვლილებები მართლმსაჯულების სისტემაში

ნახვები: 399 გიორგი ვაშაძე - მივესალმები სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, რომ პრინციპულად მოვითხოვოთ კონკრეტული ცვლილებები მართლმსაჯულების სისტემაში

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიესალმება სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას, რომელიც უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში ჩართვაზე.

ვაშაძის თქმით, მართლმსაჯულების სისტემაში კონკრეტული ცვლილებების მოთხოვნის საკითხში ერთიანი უნდა იყვნენ.

„ამ პროცესში ოპოზიციური პარტიები არ ერთვებიან, რადგან ეს არის დაგეგმილი სიყალბე. პროცედურულ სიყალბეში მონაწილეობას არ ვაპირებთ. როდესაც ადამიანს წარმოადგენს კლანი, რომელმაც წაგვართვა მართლმსაჯულებისა და სამართლიანი სასამარლოს უფლება, მათ ნული და ნულზე უფრო დაბალი ნდობა აქვთ. შესაბამისად, სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას მივესალმები. ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ იმაში, რომ პრინციპულად მოვითხოვოთ კონკრეტული ცვლილებები მართლმსაჯულების სისტემაში. მე პირობას ვდებ, ჩვენსას აუცილებლად გავიტანთ. როგორც გავიტანეთ თამარ ჟვანიაზე, პოლიტპატიმრებსა და საარჩევნო რეფორმაზე, ასე გავიტანთ მართლმსაჯულებაზე. მთელი საზოგადოება, ერი და ბერი ერთად დგას, რომ სასამართლოში კლანური მმართველობა აღარ გვინდა. მთელი დასავლეთი მხარს გვიჭერს, ამერიკიდან დაწყებული ევროპით გაგრძელებული, შარლ მიშელით დაწყებული, ბაიდენით დამთავრებული. ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება. „ქართულ ოცნებას" მართლმსაჯულებას დავათმობინებთ და მართლმსაჯულების გასაღებს ქართველ ხალხს გადავცემთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „სახალხო დამცველი უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში ჩართვაზე, ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა