ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გია ვოლსკი - მმართველ პარტიას რომ ორჯერ მეტი ნდობა და მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, ვიდრე რადიკალური პარტიების მთელ ნაკრებს

ნახვები: 468 გია ვოლსკი - მმართველ პარტიას რომ ორჯერ მეტი ნდობა და მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, ვიდრე რადიკალური პარტიების მთელ ნაკრებს

საზოგადოების უდიდესი რაოდენობა მხარს უჭერს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ დამოკიდებულების შექმნაში "ქართულ ოცნებას" „ლომის წილი“ მიუძღვის,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ IRI- ის კვლევების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, NDI-იმ, IRI- მ, ასევე იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც საველე სამუშაობს აწარმოებენ, საზოგადოების ნდობა დაკარგეს. მისი თქმით, მსგავსი კვლევები ხასიათდება იმით, რომ სრულ სიმართლეს არ ასახავს.

"მმართველ პარტიას რომ ორჯერ მეტი ნდობა და მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, ვიდრე რადიკალური პარტიების მთელ ნაკრებს, ეს ჩვენთვის ცნობილია, ისევე როგორც არაერთი პრობლემა, რაც ქვეყანას აწუხებს და ამა თუ იმ კვლებაში ამოტივტივდება ხშირად გარკვეული კონიუნქტურული საფუძვლით. საზოგადოება ზუსტად აფასებს პარტიების დამსახურებას ქვეყნის წინაშე და აქედან გამომდინარე, თავის პოზიციასაც გამოხატავს. თუმცა, ბევრია ისეთი, რომელიც არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს. ერთია კიდევ მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნებისა, საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია ერთიანია, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ დამოკიდებულების შექმნაში "ქართულ ოცნებას" „ლომის წილი“ მიუძღვის, 2012 წლიდან მოყოლებული საზოგადოებას აჩვენა, რომ ევროატლანტიკური სივრცე არ არის ის სივრცე, სადაც ადამიანის წამება და უფლებების დარღვევა იყოს მხარდაჭერილი. IRI- ის და მისი დაქირავებული ორგანიზაციისთვის დამახასიათებელია კვლევა, რომელიც გარკვეულ სიმართლეს ამბობს, თუნდაც პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით, მაგრამ სრულ სიმართლეს არა", -განაცხადა ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა