თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველა ამბობს, რომ ნატო-ს კარი ღიაა, მაგრამ საჭიროა ამ კარამდე მიღწევა

ნახვები: 520 ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველა ამბობს, რომ ნატო-ს კარი ღიაა, მაგრამ საჭიროა ამ კარამდე მიღწევა

უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. მსოფლიოს სჭირდება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები, რადგან ამაზეა დამოკიდებული სტაბილურობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, დარწმუნებულია თუ არა, რომ უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს.

მისი თქმით, თუკი ნატო-ში გაწევრიანების გზა იმაზე გრძელი იქნება, ვიდრე უკრაინას სურს, მან უსაფრთხოების გარანტიები ალიანსში გაწევრიანებამდე უნდა მიიღოს.

„გამარჯვების შემდეგ, მშვიდობის დამყარების შემდეგ, არ გვსურს ისევ დავუბრუნდეთ იგივე სიტუაციას და ეს შეიძლება მოხდეს. როგორც გითხარით, რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას უნდა პაუზა ამა თუ იმ ფორმით, მინსკის შეთანხმების მსგავსი, ან სხვა შეთანხმებით, მათ სურთ პაუზა. ისინი მოიკრებენ ძალებს, ფულს, იარაღს, დაიწყებენ მზადებას და როდესაც ყველაფერ ამას მოამზადებენ, ისინი დაიწყებენ თავდასხმას, რადგან მათ ერთადერთი მიზანი აქვთ - ჩვენი განადგურება. აი, რატომ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები.

გვჯერა, უკვე ვაჩვენეთ მსოფლიოს ჩვენი ძალა და შესაძლებლობები. ვფიქრობ, მინიმუმ ნატო-ს წევრი ქვეყნების დონეზე ვართ და ვფიქრობ, სამართლიანია, თუკი იმავე უსაფრთხოების წრესა და ალიანსში ვიქნებით, რადგან ნატო-ს ქვეყნებს შორის ომები არ არის, მაგრამ თუ ეს გზა უფრო გრძელია, ვიდრე ჩვენ გვსურს იყოს, სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის გარკვეული პირადი დამოკიდებულების გამო, მე ხაზს ვუსვამ, ლიდერების და არა საზოგადოებების, რადგან ყველა საზოგადოება მხარს გვიჭერს ჩვენ. თუკი ეს გზა უფრო ძნელია, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია, მაშინ, ამ გზაზე ჩვენ დაგვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები იმისთვის, რომ ნატო-ს წევრობას მივაღწიოთ, რადგან ყველა ამბობს, რომ ნატო-ს კარი ღიაა, მაგრამ საჭიროა ამ კარამდე მიღწევა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა