თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დავით უსუფაშვილი - 2012 წელს, როცა „ალდე“ ხმამაღლა წერდა, სააკაშვილო, არასწორი მეთოდებით ივანიშვილს ნუ ერჩი, სასამართლოში ნუ დაატარებ მის ხალხს, მაშინ ივანიშვილს ეს ძალიან უხაროდა

ნახვები: 519 დავით უსუფაშვილი - 2012 წელს, როცა „ალდე“ ხმამაღლა წერდა, სააკაშვილო, არასწორი მეთოდებით ივანიშვილს ნუ ერჩი, სასამართლოში ნუ დაატარებ მის ხალხს, მაშინ ივანიშვილს ეს ძალიან უხაროდა

იგივე "ალდე", 2012 წელს როცა ხმამაღლა წერდა, სააკაშვილო, ივანიშვილს ნუ ერჩი არასწორი მეთოდებით, სასამართლოში ნუ დაატარებ მის ხალხს, მაშინ ივანიშვილს ეს ძალიან უხაროდა, "ალდესთან" მეგობრობდა, ვინც ახლა "ალდეზე" კომენტარებს აკეთებს, მაშინ სად იყვნენ, მე არავინ მახსოვს,- ასე ეხმიანება "ლელოს" დეპუტატი დავით უსუფაშვილი ნიკა გვარამიას შესახებ "ალდეს" განცხადებაზე "ქართული ოცნების" წევრების კრიტიკას, რომ ეს სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევაა.

მისი თქმით, "ალდე" "ვირეშმაკობების ტყვეობაში არ ექცევა" და გვარამიას დაჭერა არსებულ ვითარებაში და არსებული ბრალდებით სიგიჟე იყო.

"თავის დროზე „ალდე“ ყველაზე ხმამაღლა და დროულად მიუთითებდა სააკაშვილის სასამართლოს არასწორ გადაწყვეტილებებზე. იქ ის ხალხია, ვინც ხედავს და ვირეშმაკობების ტყვეობაში არ ექცევა, არც ქართველი ხალხი ტყუვდება, უბრალოდ, ჩვენთან ბევრს მიაჩნია, რომ ახლა ამაზე ლაპარაკი არ ღირს, რადგან ჩვენთან ხომ სულ ასე ხდება. ევროპა ასეთი არაა, ასეთი თეთრი ძაფით ნაკერ საქმეებზე მაშინაც მიუთითებდა, რომ სააკაშვილის სასამართლო არღვევდა უფლებებს, "ალდე" ლაპარაკობდა ამას, აქ ახლა ვინც კომენტარებს აკეთებს, მაშინ სად იყვნენ, მე არავინ მახსოვს, მაგრამ ვისაც ახსოვს, ივანიშვილია. „ალდე“ არის სტანდარტების მხარდამჭერი. გვარამიას დაჭერა იყო სიგიჟე იმ მოტივით, იმ ბრალდებით, იმ ვითარებაში და ახლა ქვეყანა უნდა დაისაჯოს? ყველა ყოფილმა პროკურორმა გვარამიასავით თავის თავზე უნდა გამოსცადოს პოლიტიკური მართლმსაჯულების მსახვრალი ხელი, მაინც და მაინც შოთაძე უნდა აღმოჩნდეს ასეთ ვითარებაში, რომ ჭკუა ისწავლოს?! დარწმუნებული ვარ, გვარამიამ ისწავლა ჭკუა, 7 ნოემბრის დროს ისიც იყო გენპროკურორის მოადგილე და ათას რაღაცას თითხნიდა თავის თანამშრომლებთან ერთად, ახლა ნახა, რა საშინელებაა ეს, მაგრამ რა დააშავა ქვეყანამ, გვარამიები როდის ისწავლიან ჭკუას, შოთაშეები, უსუფაშვილები ამას გადაყვეთ თუ ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური სტანდარტი დავამკვიდროთ?!"- განაცხადა უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა