ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი უკრაინელების მიერ ხერსონის დაბრუნებას არაჩვეულებრივ გამარჯვებად აფასებს

ნახვები: 461 თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი უკრაინელების მიერ ხერსონის დაბრუნებას არაჩვეულებრივ გამარჯვებად აფასებს

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი უკრაინელების მიერ ხერსონის დაბრუნებას არაჩვეულებრივ გამარჯვებად აფასებს.

„როგორც ჩანს, უკრაინელებმა ახლახან მოიპოვეს არაჩვეულებრივი გამარჯვება, სადაც ერთი საოლქო ცენტრი, რომელიც რუსეთმა დაიპყრო ამ ომში, ახლა ისევ უკრაინის დროშის ქვეშ არის, ეს საკმაოდ ღირსშესანიშნავი რამაა“, - აღნიშნა სალივანმა.

მისი თქმით, ხერსონში გამარჯვებას უფრო ფართო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსების მდინარის გაღმა განდევნის შესაძლებლობა ნიშნავს, რომ შემცირებულია საფრთხე ისეთი ადგილებისთვის, როგორიცაა ოდესა და შავი ზღვის სანაპირო.

„ეს დიდი მომენტია და განპირობებულია უკრაინელების წარმოუდგენელი სიმტკიცით და ოსტატობით, რომელსაც მხარს უჭერს შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეების ერთიანი მხარდაჭერა“, - აღნიშნა სალივანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა