ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მამუკა მდინარაძე კეზერაშვილისა და კურტ ვოლკერის შეხვედრაზე - საქართველოს წინააღმდეგ დავალებების მიმცემი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გამოკვეთილია

ნახვები: 452 მამუკა მდინარაძე კეზერაშვილისა და კურტ ვოლკერის შეხვედრაზე - საქართველოს წინააღმდეგ დავალებების მიმცემი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გამოკვეთილია

ჩვენ ვსაუბრობდით არა მხოლოდ „ნაცმოძრაობასა“ და მათ ოლიგარქებზე, არამედ დავალების მიმცემებზე - როგორც ჩანს, საქართველოს წინააღმდეგ დავალებების მიმცემი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი უკვე გამოკვეთილია, - ასე პასუხობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დავით კეზერაშვილისა და ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კურტ ვოლკერის შეხვედრის თაობაზე დასმულ კითხვას.

მდინარაძის განცხადებით, არ ჰგონია, რომ ვოლკერსა და კეზერაშვილს ხელოვნებაზე ესაუბრათ.

„საუბრის თემა რა იქნებოდა და რა საკითხებზე იმსჯელეს, ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ როცა ჩვენ ვსაუბრობდით არა მხოლოდ „ნაცმოძრაობასა“ და მათ ოლიგარქებზე, არამედ დავალების მიმცემებზე, ამ ფრაზას ხომ შემთხვევით არ ვიყენებდით და ჰაერიდან არ მოგვიტანია, ამის უკან გარკვეული რეალობა დგას. ყველა ხედავს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. როგორც ჩანს, ახლა ჩვენ მტკიცებულება გვაქვს დავალების მიმცემის შესახებ. ამ ადამიანის მიერ საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებიც გვახსოვს, ვითომ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ შეფუთული, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოს წინააღმდეგ დავალებების მიმცემი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი უკვე გამოკვეთილია და ამას ადასტურებს ერთ-ერთი თქვენი კოლეგა კონკრეტული მტკიცებულებებით. არ მგონია, ეს შეხვედრა შემთხვევითი ყოფილიყო და ხელოვნებაზე ესაუბრათ,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა