ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ოლივერ ვარჰეი- ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს არ უკავშირდება რომელიმე ადამიანს, ამიტომ, როდესაც საუბარია კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ვთხოვეთ ქვეყანას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს

ნახვები: 493 ოლივერ ვარჰეი- ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს არ უკავშირდება რომელიმე ადამიანს, ამიტომ, როდესაც საუბარია კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ვთხოვეთ ქვეყანას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს

ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს არ უკავშირდება რომელიმე ადამიანს, ამიტომ, როდესაც საუბარია კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ვთხოვეთ ქვეყანას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს- ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირი საქართველოს მთავრობას სთავაზობს,  მათ მიერ მიღებული კანონი ვენეციის კომისიაზე გაიტანოს შესაფასებლად.

 

„თქვენ მიიჩნევთ, რომ ამდენი ვიცი საქართველოს პოლიტიკის შესახებ? არა მგონი. მე ის ვიცი, რომ ძალიან მკაფიოდ არსებობს გაწევრიანების კრიტერიუმები.არც ერთ კონკრეტულ ადამიანს არ ეხება და ვერც შეიძლება ეხებოდეს კრიტერიუმები, ეს არის ჩარჩო სისტემა, რაც შემოგთავაზეთ, საკანონმდებლო ჩარჩო იქნება თუ გარემო, რომელშიც ფუნქციონირებს მედია, რომელიც იძლევა იმის გარანტიას, რომ იქნება თავისუფლება ამ მიმართულებით. ხალხს ექნება წვდომა ინფორმაციაზე, ექნება წვდომა შეზღუდვების გარეშე მედიაზე, რომელიც აწვდის ინფორმაციას მოსახლეობას. იგივე ეხება კანონს ოლიგარქების შესახებ. ეს არ იქნება ჩვენი არჩევანი. ჩვენ, ევროკავშირი არ ავარჩევთ, რომელია კარგი ოლიგარქი და რომელია ცუდი ოლიგარქი, იმიტომ, რომ იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიოდ იყო განსაზღვრული.  არავის უნდა ჰქოდნეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე, თავისი თავის სასიკეთოდ ან სხვების სასიკეთოდ, ან სხვების სასიკეთოდ, რომელიც საბოლოო ჯამში მისთვის სასიკეთო იქნება. ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს არ უკავშირდება კერძოდ რომელიმე ადამიანს. ამიტომ, როდესაც საუბარია კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ვთხოვეთ ქვეყანას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მთავრობას, რომ ვენეციის კომისიაზე გაიტანოს შესაფასებლად ეს კანონპროექტი და ვნახოთ, რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი იმ მიზნამდე ქვეყანას, რომელიც გაწეილია ამ პრიორიტეტებში",- განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა