რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

სალომე სამადაშვილი ოლივერ ვარჰეიზე - ჩვენ ვსაუბრობთ ევროკომისარზე, რომელიც არის ორბანის პარტიის მიერ წარდგენილი, ორბანი არის ერთადერთი, რომელსაც როგორც ჩანს ნორმალური განწყობა აქვს ბიძინა ივანიშვილის მიმართ

ნახვები: 466 სალომე სამადაშვილი ოლივერ ვარჰეიზე - ჩვენ ვსაუბრობთ ევროკომისარზე, რომელიც არის ორბანის პარტიის მიერ წარდგენილი, ორბანი არის ერთადერთი, რომელსაც როგორც ჩანს ნორმალური განწყობა აქვს ბიძინა ივანიშვილის მიმართ

ჩვენ ვსაუბრობთ ევროკომისარზე, რომელიც უნგრეთის წარმომადგენელია, არის ორბანის პარტიის მიერ წარდგენილი ევროკომისიაში ამ პოსტზე. დღეს ორბანი არის ერთადერთი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილთან როგორც ჩანს, ნორმალური განწყობა აქვს მის მიმართ - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ორბანი აქტიურად ცდილობს ხელი შეუშალოს ევროკავშირის სანქციებს პუტინის წინააღმდეგ, როგორც ჩანს არსებობს გარკვეული კავშირები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში.


„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ევროპელ პოლიტიკოსს, ყველა ევროპელ ჩინოვნიკს აქვს საკუთარი ასევე პოლიტიკური წარმომავლობა, პოლიტიკური მომავალიც. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ევროკომისარზე, რომელიც არის უნგრეთის წარმომადგენელი, არის ორბანის პარტიის მიერ წარდგენილი ევროკომისიაში ამ პოსტზე და ის გარკვეულად შეზღუდულია საკუთარ მანდატში, მათ შორის საკუთარი პოლიტიკური აფილაციით.
რეალობა დღეს ასეთია - ორბანი არის რუსეთის მთავარი მოკავშირე, პუტინის მთავარი მოკავშირე. როგორც აღმოჩნდა, რეალურად გავლენიან პოლიტიკურ ფიგურებზე თუ ვსაუბრობთ ევროპაში, ვნახეთ, რომ დღეს ორბანი არის ერთადერთი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილთან როგორც ჩანს, ნორმალური განწყობა აქვს მის მიმართ, გარდა იმისა, რომ ორბანი აქტიურად ცდილობს ხელი შეუშალოს ევროკავშირის სანქციებს პუტინის წინააღმდეგ, როგორც ჩანს, არსებობს გარკვეული კავშირები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა